|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში შესაძლოა, 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები აიკრძალოს

თითქმის ორი თვეა, რაც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში მოძველებული მანქანების იმპორტი აკრძალეს: აზერბაიჯანში მხოლოდ ისეთი ავტომობილების შეყვანაა დაშვებული, რომლებიც ეკოლოგიურ სტანდარტ -"ევრო 4"- აკმაყოფილებს და 2005 წლის შემდგომ არის გამოშვებული. ეს ძალიან დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ავტოდილერებისათვის, არამედ ეკონომიკისთვისაც, რადგან ავტომობილების რეექსპორტს საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული ადგილი უჭირავს. ამას ისიც ემატება, რომ 27 ივნისი გვიახლოვდება - დღე, როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი. ამ დღის მოახლოებასთან ერთად ჩვენს საზოგადოებაში ჩნდება კითხვები: ევროკავშირთან დაახლოება ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთანაც ავტომატურად შემოვა "ევრო 4"-ის სტანდარტი, როგორც ავტომობილებზე, ისე საწვავზე? ჩვენთანაც ხომ არ გახდება სავალდებულო ავტოპარკის განახლება?- ბუნებრივია, ეს კითხვები მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ქვეყანაში, სადაც ავტოპარკის დიდი ნაწილი მოძველებულია. როგორც ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, ამ სფეროში ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება.

ვანო მთვრალაშვილი: ევროკავშირში გაერთიანება თავისთავად გულისხმობს, რომ არა მარტო საავტომობილო და საწვავის ინდუსტრიის სფეროში, არამედ ეკონომიკის სხვა სფეროებშიც ევროპული სტანდარტები უნდა ვაღიაროთ

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა