|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გულისამაჩუყებელი ისტორია პუტინის დედაზე მითია

The Times-ის მიმომხილველი ბენ მაკინტაირი მიმოიხილავს ნაწყვეტს  ჰილარი კლინტონის წიგნიდან, რომელიც მის მოგონებებს ეხება. წიგნის  ერთ-ერთ თავში კლინტონი იგონებს პუტინთან საუბარს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ მშობლებზე ყვება. "პუტინმა მოულოდნელად საკუთარი მშობლების ისტორიის მოყოლა დაიწყო", - აღნიშნავს კლინტონი. პუტინმა გააცხადა იმის შესახებ, ლენინგრადის ბლოკადის დროს თუ როგორ დაბრუნდა მამამისი ცოტა ხნით ფრონტიდან და თუ როგორ აღმოაჩინა, მისი სახლის ახლოს, ქუჩაში დაყრილი გვამები. როდესაც ახლოს მივიდა ერთ-ერთი ქალის ფეხზე ფეხსაცმელი შენიშნა. ამ ფეხსაცმლით მან საკუთარი ცოლი იცნო. პუტინის მამამ აიყვანა ცოლი ხელში, დარწმუნდა, რომ ისევ ცოცხალი იყო,  წაიყვანა სახლში  და მანამ უვლიდა, სანამ არ გამოჯანმრთელდა, ყვება პუტინი.

ეს ისტორია გულში ხვდება ადამიანს, წერს მაკინტაირი, კარგად ამახსოვრდება, რადგან ამბავი შესრულებულია მელოდრამატული ჟანრის ტრადიციებში, თუმცა არ შეესაბამება სიმართლეს. ან ბოლომდე არ წარმოდგენს სიმართლეს. მაკინტაირი აღნიშნავს, რომ პუტინი ამ ისტორიას ადრეც ხშირად ყვებოდა, ოღონდ გადამრჩენლის როლში ხან მამა გამოყავდა  და ხან ბიძა. ამასთან ერთად მის ავტობიოგრაფიაში მუდმივად აღნიშნავდა, რომ მამამისი „სულ ფრონტზე იბრძოდა“.

პუტინს უყვარდა მოყოლა მამამისის გმირობებზე, მაგალითად, თუ როგორ გააცურა გერმანელი პატრული, ჭაობში გაცურა და მანამ იმყოფებოდა წყალში, სანამ პატრული იქაურობას ამოწმებდა. პუტინის მამა ჩაყვინთულ მდგომარეობაში ჭაობის ბალახით სუნთქვდა.

ეს ისტორიები ჯარისკაცების გმირობებზე ომის დროს იმეორებს საბჭოთა სამხედრო მოთოლოგიას. აქ სიმართლე მნიშვნელობას კარგავს, პუტინს სურს რუსეთშიც და  მთელ მსოფლიოშიც ჯეროდეთ მისი ასეთი წარსულის, წერს მაკინტაირი.

რუსეთის დღევანდელობა რომ გავარკვიოთ, საჭიროა გავარკვიოთ, თუ როგორ იღებენ რუსეთში წარსულს. პუტინს არ აინტერებს იჯერებენ თუ არა მის მოყოლილ ისტორიებს, მისი სურვილია ადამიანებს ეს ისტორიები დაამახსოვრდეთ. ჰილარი კლინტონთან მან ამას მიაღწია - კლინტონს დაამახსოვრდა, წერს  The Times.
წყარო:  The Times.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა