|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძვირადღირებულ პლაჟზე დამსვენებლები ღორების გვერდით წვანან

ბაჰამის არქიპელაგში შემავალ კუნძულ პიგ-აილედის პლაჟებზე დამსვენებლები ღორების გვერდით ატარებენ დროს. კუნძულის დასავლეთ ნაწილში 20 ღორი ცხოვრობს, რომლებიც ადამიანებს არ ერიდებიან. ღორების ეგზოტიკურობითა და სითამამით აღფრთოვანებული დამსვენებლები სიამოვნებით კვებავენ და ეფერებიან ღორებს. ცხოველებიც შეეგუენ ადამიანების გვერდით ყოფნას და არავითარ აგრესიას არ გამოხატავენ. როგორ აღმოჩნდნენ კუნძულზე ღორები, რომლებსაც პატრონიც კი არ ჰყავთ, ადგილობრივები რამდენიმე ვერსიით ხსნიან. ერთი ვერსიით, ამ ტერიტორიის სიახლოვეს რიფებთან შეჯახების შედეგად გემი ჩაიძირა, რომელზეც ცხოველები იმყოფებოდნენ. ღორებმა ნაპირამდე ცურვით გამოაღწიეს და კუნძულზე გამრავლდნენ. მეორე ვერსიით, კუნძულზე ღორები მეკობრეებმა დატოვეს, რათა დაბრუნების შემთხვევაში საკვები ჰქონოდათ. როგორც სჩანს, დაბრუნება ვერ შეძლეს, ღორები კი გადარჩნენ. არსებობს მესამე და უფრო სარწმუნო მოსაზრებაც - ღორების მოშინაურების იდეა თავად ტურისტულ სააგენტოებს ეკუთვნით, რითაც კლიენტებს იზიდავენ.

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა