|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარკ ცუკერბერგი - უახლოეს ათწლეულში მოხდება უდიდესი რევოლუცია ისტორიაში

"ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც  ახალი ტექნოლოგიების გამოგონება სრულ გადატრიალებას ახდენდა და გადაფარავდა იმას, თუ როგორ ცხოვრობს და მუშაობს ჩვენი საზოგადოება“,- ასე იწყებს თავის სტატიას კომპანია "ფეისბუკის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი. ეს სტატია The Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა. ასე მოხდა წიგნების ბეჭდვასთან, რადიოსთან, ტელემაუწყებლობასთან, მობილურ ტელეფონებთან და ინტრერნეტთან დაკავშირებით. უახლოეს ათწლეულში მოხდება უდიდესი რევოლუცია ისტორიაში, როდესაც მილიარდი ადამიანი პირველად შევა ინტერნეტში.  

დღეს ინტერნეტში ჩართულია პლანეტის მოსახლეობის  მესამედზე ცოტა მეტი 2,7 მილიარდი ადამიანი, აღნიშნავს ავტორი.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა  ეს არა მხოლოდ მეგობრებთან  კავშირია,  არამედ შანსი  -მონაწილეობა მიიღო გლობალურ ეკონომიკაში,წერს ცუკერბერგი.

ინტერნეტში ჩართვა  კაცობრიობის დანარჩენ 2 მესამედს საშუალებას მისცემს, რომ შექმნან ახალი გამოგონებები, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება. კაცობრიობის ცხოვრება კარდინალურად გაუმჯობესდება, - მიაჩნია ცუკერბერგს.

 თუმცა ინტერნეტჩართულობა საოცრად ნელა იზრდება -  9%-ზე  ნაკლები წელიწადში.

ავტორი მიზეზებს იმაში ხედავს, რომ ქვეყნების უმეტესობაში მობილურ კავშირებზე კონტრაქტი,  რომელიც ინტერნეტ ტრაფიკს რთავს, თავად  სმარტფონებზე ძვირია. ინტერნეტ ტრაფიკიდან უმრავლესობის შემოსავალი,ინტერნეტპროვაიდერების მრავალმილიარდიან ინფრასტრუქტურის ხარჯების გადასაფარადაა მიმართული.

ცუკერბერგის აზრით ინდუსტრიის ამოცანაა შეიმუშაონ მოდელები ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე. რომლებიც გააიაფებენ ტრაფიკს, თუმცა საშუალებას მისცემენ მობილურ ოპერატორებსაც გააგრძელონ ზრდა და ინვესტიცირება სათანადო რეჟიმში.

Internet.org -ის გლობალური პარტნიორობა, რომელიც დააფუძნეს ტექნოლოგიური სექტორის ლიდერებმა, მათ შორის "ფეისბუკმაც", პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს. ისინი ოპერატორებთან ერთად მუშაობენ უფასო საბაზისო ინტერნეტ მომსახურების მიწოდებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უფასო ხელმისაწვდომობა ბევრ ადამიანს წაახალისებს საიმისოდ, რომ უკვე შემდგომ ეტაპზე ინტერნეტში ფულიც გადაიხადონ.  

თუკი ძალისხმევა წარმატებული იქნება  მომდევნო ათ წელიწადში ინტერნეტში ჩაერთვება მილიარდი ადამიანი. „ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ჩავრთოთ ინტერნეტში მთელი მსოფლიო“,- წერს ცუკერბერგი.  

წყარო: The Wall Street Journal

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა