|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპასთან დაახლოება მითებს მიღმა - დისკუსია ქუთაისში

ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემას "ევროპასთან დაახლოება მითებს მიღმა" წარმოადგენდა. აღნიშნულ თემაზე მსჯელობის მიზეზი გააჩინა მიმდინარე წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულკების რატიფიცირებაზე მსჯელობა.

დისკუსიაზე მოწვეულ მომხსენებლებს წარმოადგენდნენ:დავით გეგეჭკორი ( ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი), ნინო თვალთვაძე (ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსაღმასრულებელი დირექტორი), ივანე ჩხიკვაძე, (ფონდღია საზოგადოება - საქართველოსევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი). 

მომხსენებლებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს განათლების, სამართლის, ეკონომიკის კუთხით. დავით გეგეჭკორის თქმით, ევროკავშირთან დაახლოება გახსნის გზას ქართველი სტუდენტებისთვის ევროპის ბევრ უნივერსიტეტში. ამოქმედდება ბევრი გაცვლითი პროგრამა (რომელიც ვერ მუშაობდა პარაფირებამდე). 

მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ შიშებზე, რაც საზოგადოებაში არსებობს ევროპასთან დაახლოების გზაზე. „სადაც არ უნდა ჩავატარო ტრენინგები ყველგან მეკითხებიან, რომ პარაფირების დოკუმენტი ხომ არ გვავალდებულებს ერთსქესიანთა ქორწინებას დაშვებას. ევროკავშირი მსგავს არაფერს ითხოვს და ეს ინფრომაცია არის სრული სიცრუე“ - აღნიშნა ნინო თვალთვაძემ.

ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავრი მიღწევა მომხსენებელთა აზრით არის უვიზო რეჟიმი, რომელიც ორ წელიწადში ამოქმედდება, ასევე ევროპის ბაზრის გახსნა. თუმცა მომხსენებლების თქმით, ხელშეკრულება დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს ქართულ მხარეს და არ წარმოადგენს „ციურ მანანას“, არამედ ვალდებულებას და ევროპული ღირებულებების ერთგულებას. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა