|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასწრაფოს და პანსიონის შენობები გასაყიდთა სიაში

ქუ­თა­­სის მე­რია სა­კუთ­რებაში არ­სებულ ობიექ­ტებზე უარს ამბობს. საუბარია სას­წრა­ფო დახმა­რების შე­ნობისა და ყოფი­ლი №44 სკო­ლა-პან­სი­­ნის შე­ნობის გასხვი­სებაზე. არ­სებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ობიექ­ტები მე­რი­ამ გა­საყიდად აუქ­ცი­ონ­ზე გა­­ტა­ნა.

სას­წრა­ფო დახმა­რების შე­ნობა ქუ­თა­ის­ში, ბუხაი­ძის №12-ში მდებარეობს. დაახლოებით 2 წლის წინ შე­ნობას სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ოები ჩა­­ტარ­და. ხოლო რეაბილი­ტი­რებული სას­წრა­ფოს შე­ნობა ქვეყნის პირ­ველ­მა პირ­მა გახსნა. გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ქუ­თა­ის­ში არ­სებული სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულებების სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნია „ალ­და­გი ბისი­­ის" მფლობელობაში გა­დას­ვლის შემ­დეგ,  ბუხაი­ძის ქუ­ჩი­დან სას­წრა­ფო დახმა­რების  გა­დას­ვლის სა­კითხმა რამ­დენჯერ­მე გაიჟღე­რა.

იმ დროს სამ­სახურის გან­თავ­სების ახალ ად­გი­ლად იმე­რე­თის სამხარეო კლი­ნი­კუ­რი სა­­ვადმყოფოს ახალი კორ­პუ­სი სახელ­დებოდა. მა­შინ სამ­სახურის ექი­მები არ მა­ლავ­დნენ, რომ შე­ნობა მოხერხებული მდებარეობის გა­მო შე­საძ­ლო­ა, გა­საყიდ ობიექ­ტთა სი­­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლიყო.

სას­წრა­ფო დახმა­რების სამ­სახურ­მა ბუხაი­ძის ქუ­ჩა­ზე არ­სებული შე­ნობა დაახლოებით ერ­თი თვის წინ და­ტო­ვა. სამ­სახური ამ ეტაპ­ზე დე­და­თა და ბავ­შვთა სამხარეო-დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრის კუთ­ვნი­ლი შე­ნობის პირ­ველ სარ­თულ­ზეა გან­თავ­სებული.  რო­გორც სას­წრა­ფოს თა­ნამ­შრომ­ლები ამბობენ, სას­წრა­ფოს შე­ნობა მე­რი­ის ბალან­სზე ირიცხება, შე­საბამი­სა­დ, ის მე­რი­ამ და­აც­ლე­ვი­ნა, ხოლო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულება „ალ­და­გის" კუთ­ვნილ შე­ნობაში გა­უშ­ვა, რად­გან დე­და­თა და ბავ­შვთა სამხარეო-დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრი სწო­რედ სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­ის მფლობელობაში იმყოფება.

სას­წრა­ფო დახმა­რების სამ­სახურის ქუ­თა­­სის ფი­ლი­­ლის სა­მე­დი­ცი­ნო მე­ნეჯერი მა­ია რუხაძე შე­ნობის და­ტო­ვების მი­ზე­ზად იმ გა­რე­მოებას ასახელებს, რომ  ფარ­თი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ეკუთ­ვნო­და, ხოლო სას­წრა­ფო დახმა­რება იქ მოიჯარის სტა­ტუ­სით იყო გან­თავ­სებული.

„ახლა რა კეთ­დება იქ ან რის­თვის უნ­დათ შე­ნობა, ამის შე­სახებ ნამ­დვი­ლად არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ა," - ამბობს მა­ია რუხაძე.

სას­წრა­ფო დახმა­რების შე­ნობის გასხვი­სების ფაქტს გა­სულ კვი­რას პარ­ტია „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­­ში  გა­მოეხმა­ურ­ნენ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­გი­­ნუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის გო­გი წუ­ლა­ის თქმით, მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­წრა­ფო დახმა­რების შე­ნობა გა­რე­მონ­ტების შემ­დეგ ქა­ლა­ქის მე­რი­ას გა­და­­ცა, ხოლო ამ უკა­ნას­კნელ­მა ქო­ნება აუქ­ცი­ონ­ზე სიმბოლურ ფა­სად გა­­ტა­ნა.

„მე­რია და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო ცდი­ლობენ ბიზ­ნე­სი აწარ­მო­ონ. რო­გორც ჩემ­თვის ცნობილი­ა,  სას­წრა­ფოს შე­ნობის ათ­ვი­სების სხვა­დასხვა ვა­რი­ან­ტი გა­ნიხილება. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი და­წე­სებულებაში ღა­მის კლუბის გან­თავ­სებაა. ამ შე­ნობის რე­მონ­ტზე სახელ­მწი­ფოს ფუ­ლი დაიხარჯა. თუ შე­ნობა უნ­და გაეყიდათ, გა­მო­დის ბიუჯეტის თანხების არა­მიზ­ნობრი­ვად გან­კარ­გვას­თან გვაქვს საქ­მე. მე მო­ვუ­წო­დებ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­სა და კონ­კრე­ტუ­ლად ნა­თია მო­გე­ლა­ძეს, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­თა ფუ­ლების თვლი­თაა და­კა­ვებული, შე­ის­წავ­ლოს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, რაც მი­სი პირ­და­პი­რი ვალ­დებულებაა," - ამბობს გო­გი წუ­ლა­­ა.

წუ­ლა­­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­­რე ობიექ­ტი, რო­მელ­საც ქა­ლა­ქის მე­რია გა­საყიდად ამ­ზა­დებს, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის №58-ში მდებარე სკო­ლა-პან­სი­­ნის ყოფი­ლი შე­ნობაა.

აღ­ნიშ­ნულ შე­ნობაში სკო­ლა და პან­სი­­ნი ერ­თდრო­­ლად ფუნ­ქცი­­ნი­რებდა, თუმ­ცა გა­სუ­ლი წლის და­საწყის­ში სკო­ლა გა­უქ­მდა და მხოლოდ პან­სი­­ნი დარ­ჩა. მიმ­დი­ნა­რე წლის 1 თებერ­ვლი­დან კი პან­სი­­ნის ლიკ­ვი­და­ცია გა­მოცხადდა. იქ მყოფი ბავ­შვები ბიო­ლო­გი­ურ ოჯახებსა და მცი­რე საოჯახო ტი­პის სახლებში გა­და­­ნა­წი­ლეს. ამის შემ­დეგ, მარ­ტში პან­სი­­ნის 4-სარ­თუ­ლი­ან შე­ნობაში აფხაზე­თი­დან დევ­ნი­ლი ოჯახები ჩა­­სახლეს. დევ­ნი­ლების თქმით, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­­ზე ისი­ნი დროებით არი­ან, რად­გან ქუ­თა­ის­ში, ჩხობაძის ქუ­ჩა­ზე მა­თი საცხოვ­რებელი სახლების დას­რუ­ლების შემ­დეგ, ობიექტს და­ტო­ვებენ.  

„ავ­ტო­ქარხნის სა­­ვადმყოფოს მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­­ზე ჩვენ­თვის ახალი სახლები შენ­დება.  ლტოლ­ვილ­თა სამ­სახურის რე­გი­­ნულ წარ­მო­მად­გენ­ლობაში გვითხრეს, რომ აქ ოქ­ტომბრამ­დე დავ­რჩებით. ამ დრომ­დე ჩვე­ნი სახლებიც დას­რულ­დსება და იქ გა­და­ვალთ. ამ შებობას რა ბედი ეწე­ვა, არ ვი­ცი," - ამბობს დევ­ნი­ლი ირ­მა უგ­ლა­ვა.

ყოფი­ლი №44-ე სკო­ლა-პან­სი­­ნის შე­ნობაში გან­თავ­სებული დევ­ნი­

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა