|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში წყლების გაყიდვა 10-ჯერ გაიზარდა, პურის კი 2-ჯერ შემცირდა

ზაფხულის ცხელი დღეები ხელს უწყობს გარკვეულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას. ზოგ პროდუქციაზე კი, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისელებისთვის ზაფხული დასვენებასა და ქალაქიდან გასვლასთან ასოცირდება, მოთხოვნა მცირდება. 
თუ რომელ პროდუქციაზე გაიზარდა ან შემცირდა მოთხოვნა და რამდენად აისახება ეს ფასებზე, თბილისის მცირე და მსხვილი მარკეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მარკეტებში მოთხოვნა ძირითადად ნაყინსა და კოკა-კოლაზე გაიზარდა. კარგად იყიდება სხვა სასმელებიც, განსაკუთრებით კი წყალი, რომელზე მოთხოვნაც 10-ჯერ გაზრდილია. თუმცა როგორც მარკეტის წარმომადგენლები განმარტავენ, მოთხოვნის ზრდას ფასების ცვლილება არ გამოუწვევია. 
მათივე ინფორმაციით, მოთხოვნა შემცირდა ზოგიერთ პროდუქტზე. მაგალითად, როგორც მარკეტების წარმომადგენლები აღნიშნავენ, პურზე მოთხოვნა 2-ჯერ არის შემცირებული.

წყარო: bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა