|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეცნიერები: დიეტამ შეიძლება ფსიქიკურ აშლილობამდე მიგიყვანოთ

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიეტას ზოგ შემთხვევაში თან ახლავს გვერდითი მოვლენები. ფლორიდის უნივერსიტეტის ექსპერტები, 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 1.3 ათასი სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზოგი მათგანი დიეტას ჯერ კიდევ სამი წლის ასაკიდან იცავდა, სხვები კი 26 წლიდან. აღმოჩნდა რომ დიეტა ყოველთვის არ იწვევს დადებით შედეგს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში გადადიოდნენ გოგონები დიეტაზე, მით უფრო საზიანოდ მოქმედებდა ის მათ ჯანმრთელობაზე. თუმცა უარყოფითი გვერდითი მოვლენები ვლინდებოდა მრავალი წლის შემდეგ. კერძოდ, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება და თუნდაც ფსიკიკური დარღვევები.

როგორც გაირკვა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გოგონები გადადიოდნენ დიეტაზე, ეს იყო მოდის ტენდენციები. გადაჭარბებული კალორიების კონტროლის ნაცვლად, მეცნიერები გვირჩევენ, მეტი ვიმოძრაოთ და სხვა საკვებთან ერთად მივიღოთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი.

წყარო: info9.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა