|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დედა შვილს წონაში დასაკლებად ჭიების ჭამას აიძულებდა

ფლორიდაში დედამ თინეიჯერ შვილს, რომელსაც მონაწილეობა სილამაზის კონკურსში უნდა მიეღო, წონის დასაკლებად ჭიების ჭამა აიძულა.

 

როგორც მედდა მარიკარ ცაბალ ოსორიო ამბობს, გოგონა საავადმყოფოში ძლიერი მუცლის ტკივილით მივიდა. ექიმებმა იფიქრეს, რომ არასრულწლოვანი ფეხმძიმედ იყო, მაგრამ სრულიად მოულოდნელი დიაგნოზი დასვეს.

”გოგონას მუცელში ცოცხალი ჭიები ყავდა, ძალიან გრძელი და მოძრავი, საზიზღრობა იყო”, - ამბობს კაბალ ოსორიო. როდესაც დედა და ქალიშვილი დაკითხეს, გაირკვა, რომ დედამ ჭიების კვერცხების შემცველი ტაბლეტები მექსიკაში შეიძინა და აიძულებდა შვილს, რომ წონის დასაკლებად დაელია.

ცნობილი არ არის, რა სახის ბრალდებას წაუყენებენ დედას.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა