|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Ice Bucket Challenge-ში მონაწილე ახალგაზრდა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

შოტლანდიაში ონლაინ ფლეშმობის, ALS Ice Bucket Challenge-ის მსვლელობის დროს 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. ბიჭი, მას მერე რაც ყინულიანი წყალი გადაივლო, პრესტონ ჰილსის კარიერის კლდიდან გადახტა. ეს მყვინთავი ექსტრემალების საყვარელი ადგილია. კარიერის სიმაღლე აქ 24 მეტრს აღწევს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგია, აქციის ფარგლებში გადაღებული ბოლო ვიდეოკადრი, თუ როგორ გადაივლო ბიჭმა ყინულიანი წყალი, არ გამოქვეყნდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრესტონ ჰილსი ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოაცხადეს, როგორც საშიში ადგილი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინტერნეტში გაჩნდა ვიდეო "Inverkeithing quarry Big Jump". თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ფაქტი ბოლოს 30 წლის წინ დაფიქსირდა.

წყარო: info9.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა