|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროსიგარეტებს ათასობით სიცოცხლის ხსნა შეუძლია

ელექტროსიგარეტებს შეუძლია ბევრი ადამიანის სიცოცხლის ხსნა. ხოლო მოწოდებები  და აკრძალვები არაფრით არაა გამართლებული.  ეს დასკვნა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაუპირისპირეს.ამ უკანასკნელმა ელექტროსიგარეტების მოხმარების შეზღუდვისკენ გააკეთა მოწოდება.

მათი გათვლებით ყოველ მილიონ მწეველზე, რომლებიც ვთქვათ გადავიდოდნენ ელექტროსიგარეტზე, გადარჩებოდა 6 ათასი ადამიანის სიცოცხლე.

ექსპერტების დასკვნები ეფუძნება იმას, რომ ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით ელექტროსიგარეტი თითქმის არ ტოვებს გარემოში კანცეროგენებს,  ხოლო ნიკოტინის კონცენტრაცია 20- ჯერ ნაკლებია,ვიდრე ჩვეულებრივ თამბაქოს კვამლში.

გასულ კვირას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოითხოვა აიკრძალოს ელექტროსიგარეტების გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აკრძალვას საფუძვლად დაედო არასაკმარისი კვლევა. მათი თქმით, არამწეველების მიერ ელექტროსიგარეტის გამონაბოლქვის ორგანიზმში მოხვედრის შედეგები ამ დრომე კარგად არ არის შესწავლილი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიუთითა, რომ ელქტროსიგარეტები მაინც გამოყოფენ რაღაც დოზით ნიკოტინს და სხვა ტოქსინებს.

 

mail.ru


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა