|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თურქეთში ახალგაზრდებისთვის ტატუ, მაკიაჟი და თმის შეღებვა იკრძალება

თურქეთის ისლამურ ხელისუფლებას შემოაქვს სულ უფრო მკაცრი  შეზღუდვები ახალგაზრდების მიმართ, წერს La Repubblica.

გოგონებისთვის სასწავლო დაწესებულებებში ხიჯაბის ტარება დასაშვები გახდა. სამაგიეროდ აიკრძალა მაკიაჟი და ტატუ სტუდენტებისთვის.

 საითკენ მიექანება თურქეთი? ერდოღანის ისლამური კონსერვატიული ხელისუფლება თურქეთში ისეთ შეზღუდვებს აწესებს, რაც მანამდე არ ყოფილა და არ ახსოვთ.

„ისლამიზაციაზე მეტად ადგილი აქვს აღმზრდელობით კამპანიას,  რომელიც საზოგადოების ფორმირებისკენაა მიმართული. ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ სტუდენტებს  თმის ფერის შეცვლა, ასევე წვერისა და ულვაშის ტარება ეკრძალებათ. სტუდენტებს ასევე არ შეუძლიათ ატარონ ჩანთები პოლიტიკური სიმბოლოებით, ფოტოებითა  და წარწერებით. ვინც არ დაემორჩიელბა გარიცხვა ემუქრება.“, - წერს გამოცემა.

„თურქეთის საზოგადოება შუასაუკუნეებს უბრუნდება“,- აღნიშნა თურქეთის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ველი დემირმა.ცოტა ხნის წინ  Human Rights Watch-მა  გამოქვეყნა 38 გვერდიანი კვლევა თურქეთში არსებულ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა უკან დგამს ნაბიჯს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების კუთხით, ქვეყანამ  უნდა მიიღოს  სერიოზული ზომები სიტყვის თავისუფლების დაცვის,მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშვებისა  და კანონის უზენაესობის მიმართულებით, აღნიშნულია კვლევაში

 La Repubblica

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა