|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბავშვების სუიციდის რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს

ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსული პრესა თითქმის ყოველდღე აშუქებდა მოზარდების სუიციდის ფაქტებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რუსეთში ყოველწლიურად ყოველი 100 ათასი ბავშვიდან 16 სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს. ორი წლის წინ ბავშვებში მორიგი სუიციდის ტალღის შემდეგ ქვეყნის სათავეში მყოფმა ადამიანებმა ბავშვებში სუიციდის "პროფილაქტიკისთვის" სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების შემუშავება სცადეს, მაგრამ შედეგს დღემდე ვერ მიაღწიეს. ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს წლებში ბავშვებში სუიციდის ფაქტების რაოდენობა მოიმატებს კიდეც. მასობრივი სუიციდის მიზეზად ეკონომიკური კრიზისი და სოციალური არასტაბილურობა სახელდება.

5 სექტემბერს კაზანში 16 წლის გოგონა მეათე სართულიდან გადმოხტა.

7 სექტემბერს მოსკოვში 16 წლის მოზარდი სუიციდის ჩადენის მიზნით მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

6 სექტემბერს მოსკოვში, მიტოვებულ სახლში ორი მეცხრეკლასელი გოგონას გვამები აღმოაჩინეს. ექსპერტიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

9 სექტემბერს ტუვაში 15 წლის მოზარდი ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

5 ოქტომბერს მოსკოვში 13 წლის ბავშვმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ის იგი თავისი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოხტა.

19 ოქტომბერს მეათეკლასელი მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

10 ოქტომბერს ომსკში მშობლებმა საკუთარ სახლში თავიანთი 8 წლის შვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

22 ოქტომბერს მოსკოვში 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან გადაჭარბებული რაოდენობის აბები მიიღო.

30 ოქტომბერს სმოლენსკში 15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.

2 ნოემბერს მოსკოვში 11 სართულიდან 14 წლის გოგონა გადმოხტა.

5 ნოემბერს ჩელიაბინსკში 15 წლის ბიჭმა სანადირო თოფით თავი მოიკლა.

5 ნოემბერს პეტერბურგში მეხუთე სართულიდან 16 წლის გოგონა გადმოხტა, რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

ეს რუსეთში ბოლო ხანებში დაფიქსირებული სუიციდის ფაქტების არასრული ჩამონათვალია. გასულ წელს კი საგამოძიებო კომიტეტმა არასრულწოვანების მიერ ჩადენილი 461 სუიციდის ფაქტი დააფიქსირა.

როგორც იურისტი და ფსიქოლოგი, სერგეი ენიკოლოპოვი ამ თემაზე საუბრისას აღნიშნავს, მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ სოციალური პოლიტიკის შეცვლით შეიძლება.

"პოპულარიზაცია უნდა გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ბავშვები უნდა დავტვირთოთ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობით."


უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა ასმათ ყურაშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა