|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობაში ატესტაციის გადამწყვეტი ეტაპი იწყება

ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველთათვის კონკურსი გადამწყვეტ ფაზაში  შედის. 179 ვაკანტურ ადგილზე კონკურენცია მწვავდება. 902 კონკურსანტიდან მხოლოდ 401 გადავიდა მესამე ეტაპზე. გასაუბრებას კონკურსანტები საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან გაივლიან. პროცესის მონიტორინგის სურვილი აქვთ არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც  კომისიიამ საკუთარი პირობები შესთავაზა: 

1. დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონსესუსის გზით უნდა შეარჩიონ კომისიის წევრი, რომელსაც ექნება საშუალება სრულად იყოს ჩართული კომისიის მუშაობაში (მათ შორის ნებისმიერ კონკურსანტს დაუსვას მის კვალიფიკაციის ხარისხის შესამოწმებლად მიზანშეწონილი ნებისმიერი რაოდენობის და სირთულის შეკითხვა, რომელზეც გაცემული პასუხი მხედველობაში მიიღება კონკურსანტის შეფასებისას, ასევე ექნება საშუალება, მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში არ მიიღოს მონაწილეობა კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიღების დროს კენჭისყრაში და აზრის გამოთქმის თვალსაზრისითაც შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი).

2. ამ შეთავაზების უარყოფის შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისია მზად არის არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცეს საშუალება, ასევე კონსესუსის გზით განსაზღვრო კონკურსზე დამსწრეთა საერთო რაოდენობა და განრიგი. ამასთან კონკურსანტს რჩება უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში მოითხოვოს გასაუბრების მის მიმართ წარმოება დამსწრის გარეშე, რაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდება.

აღნიშნულ  პირობას არ ეთანხმებიან არსამთავრობოები. ისინი საერთო კანდიდატის წარდგენას მართებულად არ მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი ერთ-ერთია იმ არსამთავრობოებიდან, რომელიც გასაუბრებაზე მონიტორინგის სურვილს გამოთქვამს და საერთო კანდიდატზე მსჯელობას გეგმავს.

„საიას“ ქუთაისის ფილიალი სხვა არსამთავრობოებთან ერთად დააკვირდება თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის მესამე ეტაპს - გასაუბრებას. ფილიალი, სხვა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ურთიერთშეთანხმების გზით ერთობლივად განსაზღვრავს რიგითობას, თუ

ავტორი: ანა ჯიქია