|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას შეუდგა

ქუთაისის საკრებულოს კომისიებში  2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს. ამ ეტაპზე საკრებულოში 41 მილონიანი ბიუჯეტის პროექტია წარდგენილი, რაც შეეხება ბიუჯეტის პრიორიტეტებს, ჯერჯერობით  გამოკვეთილი არ არის. "ამ ეტაპზე განვიხილავთ ბიუჯეტს, რომელიც 41 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.  ანხები  გადანაწილებულია  ყველა მიმართულებით, სპორტი იქნება ეს, საბავშვო ბაღები, თუ ეკონომიკა, უფრო დეტალური ინფორმაცია, მალე გახდება ცნობილი" - განუცხადა  "Newpress.ge"-ს ქალაქის მერის მოადგილემ, ნოდარ მიქიაშვილმა."

   საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დეპუტატებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. მათი  თქმით, ბიუჯეტის პროექტში რიგი საკითხები საერთოდ არ იყო გათვალიწინებული,  მათ შორის ქალაქში პანდუსების მოწყობა, ქალაქის საყრდენი კედლის რეაბილიტაცია. „დეპუტატებმა პროექტში შევიტანეთ ცვლილებებ. გარკვეული საკითხები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. მაგალითად, პანდუსების მოწყობისათვის არ იყო თანხა ჩადებული, ამისათვის განვსაზღვრეთ 100 ათასი ლარი, სკვერების და პარკების რეაბილიტაციისათვისაც 100 ათასი ლარი განისაზღვრა, ატრაქციონების მოწყობაზე- 150 ათასი ლარი. ნაკლები თანხა იყო გათვალისწინებული სანიღვრე სისტემების მოწესრიგებაზე. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად  ისევ მერიას გადაეგზავნება.“- განაცხადა ქონების მართვის, ეკონომიკისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გალაკტიონ ტოროშელიძემ.

 ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს „ლეიბორისტულიპარტიის წარმომადგენე, სამსონ გუგავას. აღნიშნული ბიუჯეტი არ პასუხობს ხალხის ინტერესებს.  ჩვენი შენიშვნები ეხება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებს, ქალაქს არ გააჩნია შემოსავლები. აუცილებელია ქალქის ფუნქციის განსაზღვრა, რადგან ქალქი რჩება ფუნქციის გარეშე.“- განაცხადა გუგავამ.

წარმოდგენილ პროექტს  „ქალაქის უკუსვლის“ გეგმა უწოდეს ფრაქციანაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებმა. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 43.75%
გაუარესდა - 50%
არ შეცვლილა - 6.25%
სულ - 16 ხმა