|
  • EUR 1 = GEL 3.797
  • USD 1 = GEL 3.2345
|

10 ქვეყანა, სადაც ჯარში არ იწვევენ

1967 წლის 28 აპრილს, მოკრივე კასიუს კლეის (მოჰამედ ალი) ორთაბრძოლებში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან აშშ-ის ჯარში მსახურობაზე უარი თქვა.

ამ თარიღიდან უკვე 47 წელი გავიდა. მაშინ ალიმ განაცხადა, რომ არ მოემსახურება ძალადობას. ამის გამო, მას ბევრის გადახდა მოუწია.

ალი ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ერთი საათის შემდეგ, ნიუ იორკის შტატის სპორტულმა კომისიამ ალის მოკრივის ლიცენზია ჩამოართვა, ხოლო შემდეგ, კრივს მთელი სამი წლით ჩამოაშორა.

აი, ასეთი საფასური გადაიხადა ალიმ იმის გამო, რომ ჯარში არ წავიდა.

თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც ჯარში არ იწვევენ.

ქვემოთ ზუსტად ასეთი ქვეყნების შესახებ მოგიყვებით.

მაკედონია (2006)
მაკედონიის ჯარი, როგორც დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალა 1992 წელს შეიქმნა, როცა იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა დაიშალა. რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, მაკედონიამ ანდერძად არა მხოლოდ არსენალის მცირე ნაწილი, არამედ ჯარში მიწვევის პრინციპიც მიიღო.
თუმცა, ბალკანეთის ომის დროს, საბრძოლო მოქმედებებმა სწრაფადვე დაარწმუნეს ქვეყნის ხელმძღვანელობა, რომ გამოძახებულები ნაკლებად ეფექტური სამხედრო ძალაა, ვიდრე პროფესიონალები.

ჩერნოგორია (2006)
ჩერნოგორიაში ჯარში გაწვევა მას შემდეგ გააუქმეს, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა.
ამ დროისთვის ჩერნოგორიის არმიაში, დაახლოებით 2 500 ჯარისკაცი ირიცხება. გარდა ამისა, რეფორმების შემდეგ, ჯარისკაცები მხოლოდ სამ ბაზაზე განთავსდებიან: სახმელეთო, სანაპირო დაცვა და სამხედრო-საჰაერო. ამ უკანასკნელზე თვითმფრინავები არ იქნება, მხოლოდ ვერტმფრენები.

მაროკო (2006)
მაროკოში ჯარში წასვლა სურს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 20 წელი. ამასთან ერთად, პირველი კონტრაქტის მინიმალური ვადა 1.5 წელია.
აღსანიშნავია, რომ მაროკოს არმია საკმაოდ დიდ ადამიანურ რესურს ფლობს - 14 მილიონი ადამიანი. რაც შეეხება თავად არმიას, მასში 266 000 ჯარისკაცი ირიცხება, ხოლო მათი შეიარაღებისთვის მაროკო მთელი მსოფლიოს იარაღს იყენებს.

რუმინეთი (2006)
რუმინეთი ერთ დროს ვარშავის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების გაერთიანებული სამხედრო ძალების წევრი იყო. შესაბამისად, იარაღი და ჯარში გაწვევის პრინციპი საბჭოური ჰქონდა. 
საბჭოური იარაღი რუმინეთმა დიქტატორის ნიკოლაი ჩაუშესკუს გადაყენების შემდეგ მოიშორა, ხოლო 17 წლის შემდეგ, ჯარში გაწვევის პრინციპიც შეცვალა.

ლატვია (2007)
ლატვიის კონსტიტუცია ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურს არა ვალდებულებას, არამედ, როგორც უფლებას, ისე განაგებს. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.
დღეისთვის ქვეყნის რეგულარული არმიის საბრძოლო განაყოფებში და სასაზღვრო ჯარში, დაახლოებით 9000 ადამიანი მუშაობს და ორჯერ მეტი ირიცხება მოსამზადებელ რეზერვში.

ხორვატია (2008)
ხორვატიის შეიარაღებულ ძალებში სამსახური შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.
მათ ასეთი უფლება, ნატოში შესვლამდე, ერთი წლით ადრე მიეცათ.
ხორვატიის არმია საკმაოდ მრავალრიცხოვანია მეზობლების არმიასთან შედარებით. სულ კი ხორვატიის არმიაში 25 000 ადამიანი ირიცხება, საიდანაც 2 500 სამხედრო მეზღვაურია და დაახლოებით, ამდენივე მფრინავი.

ბულგარეთი (2007)
ბულგარეთის შეიარაღებული ძალები კონტრაქტული სამსახურის პრინციპზე ნელ-ნელა გადადიოდნენ. ამასთან ერთად, ამ პერიოდის ვადები იმაზე იყო დამოკიდებული, რა მდგომარეობაში იყო არმია. 
პირველი პროფესიონალები მფრინავები და მეზღვაურები გახდნენ (2006), ხოლო ორი წლის შემდეგ, სახმელეთო ჯარში გაწვევა საბოლოდ გაუქმდა.

ლიტვა (2008)
2009 წლის პირველ ივლისს, ლიტვური შეიარაღებული ძალებიდან გამოძახებულთა ბოლო ნაკადი წავიდა და ლიტვის არმია მთლიანად პროფესიონალური გახდა.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გაწვევის პრინციპი ამ ქვეყანაში, დაახლოებით 20 წელი გაგრძელდა.
დღეისთვის, ლიტვის შეიარაღებული ძალების რიცხვი 9000 ადამიანს აღწევს და ამას დამატებული 6000 მოხალისე მებრძოლი.

პოლონეთი (2010)
ვარშავის შეთანხმების კავშირის დაშლის შემდეგ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი, დაახლოებით ნახევარ მილიონს აღწევდა, ხოლო ამჟამად, დაახლოებით 100 000 ადამიანს აღწევს.
ასეთი შემცირების შემდეგ, ქვეყანამ უარი თქვა ჯარში გაწვევაზე და არმიის დაკომპლექტება კონტრაქტების პრინცპით დაიწყო.

შვედეთი (2010)
შვედეთი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა, რომელმაც ჯარში გაწვევა გააუქმა. არადა ევროპულ ქვეყნებს შორის, შვედეთში ამ ვალდებულებას ყველაზე საპატიოდ თვლიდნენ. 
ამ დროისთვის შვედეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი 25 000 ადამიანს აღწევს და აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცები თანამედროვე შეიარაღებით არიან აღჭურვილნი და რაც მთავარია, ეს შეიარაღება საკუთარი წარმოების აქვთ.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა