|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლონეთში ვინი-პუხი შარვლის არ ქონის გამო აკრძალეს!

 პოლონეთის ქალაქ ტუშინში ვინი-პუხი ბავშვებისთვის განკუთვნილი ადგილებისთვის შეუფერებელ პერსონაჟად აღიარეს. ამის შესახებ The Hollywood Reporter იტყობინება. ქალაქის საბჭომ ხმა მისცა მსოფლიოში ცნობილი პერსონაჟის ჩვენების აკრძალვას და ეს იმით ახსნა, რომ ვინის სქესი ყველასთვის ნათელია და რომ ის საზოგადოებრივ ადგილებში შარვლის გარეშე დადის. „ამ დათვის პრობლემა ისაა, რომ მას ტანსაცმლის სრული კომპლექტი არ აქვს. ის ნახევრად შიშველია, რაც ბავშვებისთვის სრულიად მიუღებელია“, – კომენტარი გააკეთა კრების ხელმძღვანელმა რიშარდ კიჩიმ.  მას მხარში საკანონმდებლო ორგანოში მისი კოლეგა, ჰანა იახიმსკა ამოუდგა, რომელმაც ვინი-პუხის შემქმნელი ა.ა. მილნა გააკრიტიკა იმის გამო, რომ „მან პერსონაჟს სქესის გამომხატველი ნიშნები წაართვა, რადგან მას თავად ჰქონდა თვითიდენტიფიკაციასთან პრობლემები“.  ბავშვების ზღაპრების რომელ გმირებს ექნებათ სათამაშო მოედნებზე გამოჩენის უფლება – ტუშინის კანონმდებლებმა ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა