|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამი წლის ბავშვმა იარაღით დედა მოკლა

ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში სამი წლის ბავშვმა შემთხვევით თავისი 26 წლის დედა მოკლა. ბავშვმა იარაღი დივნის ქვეშ იპოვა, იარაღი დატენილი აღმოჩნდა. გასროლის დროს დედა მეორე ბავშვს საფენებს უცვლიდა.

ტრაგედიის ადგილზე, პირველი, ბავშვების ბებია მივიდა, რომელსაც სახლში სისხლში მოსვრილი მცირეწლოვანი ბავშვები და მათი 26 წლის დედის ცხედარი დახვდა. მან სასწრაფოს გამოუძახა თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ავტორი: ნიუპრესი