|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ იძებნება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი


,,იძებნება გუბაზ სანიკიძე“, ,,სანიკიძეს სძინავს“ -ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის მისამართით ამ შინააარსის რეპლიკები ხშირია მედიაში.  სად არის  გუბაზ სანიკიძე რატომ ეძებს მას საკუთარი ამომრჩეველი, ამის გარკვევას ,,Newpress.ge“ შეეცადა, რისთვისაც დეპუტატის ბიუროს უფროსს, ამირან ვაშაკიძეს დაუკავშირდა.

ვაშაკიძესთან საუბრისას შევიტყვეთ, რომ დეპუტატთან შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის პარლამენტის რეგლამენტის ცოდნაა საჭირო.

,,ვინაიდან ბატონი გუბაზი არის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მოქალაქეებთან შეხვედრები დამოკიდებულია პარლამენტის რეგლამენტზე და სასესიო კვირაზე, “- განუცხადა ამირან ვაშაკიძემ “Newpress.ge”-თან საუბრისას. მისი თქმით, დეპუტატის    შეხვედრების სიხშირე და პერიოდულობა ცვალებადია. მაგალითად, შეიძლება ორ კვირაში სამჯერ შეხვდეს ამომრჩეველს, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოში აღარ იყოს. „ის ხშირადაა მივლინებაში თურქეთის რესპუბლიკაში,“ - აღნიშნა მან.

 ,,ახალი გაზეთი“  დაინტერესდა,  რა ხასიათის და რაოდენობის განცხადება შედის დეპუტატის ბიუროში. მათ შორის, რამდენის დაკმაყოფილება ხდება და ზოგადად, რა წარმოადგენს მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემას. ,,გასულ წელს ჩვენთან შემოვიდა 1270 განცხადება, რომელიც გადავეცით იმ სამსახურებს, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენდა  დახმარების აღმოჩენა. ამათგან 370 განცხადება დაკმაყოფილება გახდა შესაძლებელი. რაც შეეხება წლევანდელ შედეგს, ჯერ არ გვაქვს მონაცემები შეჯამებული“, - აღნიშნა ვაშაკიძემ. 

როგორც ირკვევა, დეპუტატის ბიუროში შესული განცხადებების რამდენიმე კატეგორიად დაყოფა შეიძლება: მოსახლეობას ყველაზე მეტად სოციალური პრობლემები და დასაქმების საკითხი აწუხებს;  მას მოსდევს ჯანდაცვის საკითხები, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის ამოქმედების შემდეგ აქტუალობა ნაწილობრივ დაკარგა. „თუმცა, არის განსაკუთრებული შემთხვევები, რომელიც არ ფინანსდება. ასეთ დროს მივმართავთ რეფერალურ კომისიას და ხშირ შემთხვევებში, ისინი დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებას იღებენ, რის შემდეგაც მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება,“ - განმარტა ვაშაკიძემ.

მოსახლეობა დეპუტატის ბიუროს კომუნალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნითაც მიმართავს. „2013 წლის დასაწყისიდან, დეპუტატის ბიუროსთან არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, საინფორმაციო საკონსულტაციო ჯგუფი და ჩვენი ძირითადი განსახილველი თემა არის ქუთაისში წყალმომარაგების მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტი. ასევე გამრიცხველიანებების პრობლემები“,- ამბობს ბიუროს ხელმძღვანელი.


ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა