|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიბლიოთეკაში დაჩქარებული რეორგანიზაცია იწყება

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის 35 თანამშრომელი უკვე მეხუთე დღეა, გაფიცულია. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა და შენობის რეაბილიტაციაა. თუმცა, ბიბლიოთეკაში არსებული პრობლემები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

გაფიცული თანამშრომლები ,,"Newpress.ge"-სთან საუბრისას იმ დეტალებს იხსენებენ, რითაც  ბიბლიოთეკაში დაძაბულობა დაიწყ

ო.

ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ინგა გვენეტაძი განცხადებით, ბიბლიოთეკის საქმეებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტდა და ამ ყველაფერს თანამშრომლებს მხოლოდ მას შემდეგ ატყობინებდნენ, როცა  სასურველ ვერდიქტს გამოიტანდნენ.

„ბიბლიოთეკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები კულუარებში წყდება და  არავინ კითხულობს, მისაღებია თუ არა ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება. 2013 წელს დიდი დავის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ დაწესებულებაში  საბიბლიოთეკო საბჭო შეიქმნა. აღნიშნული საბჭოს შექმნას წინ უსწრებდა ბიბლიოთეკაში უნიკალური ჟურნალ - გაზეთების განადგურების ფაქტი, რის გამოც სამსახური სერიოზულ სკანდალში მოექცა. პერიოდიკის განყოფილების გამგემ შეიტანა განცხადება დირექტორის სახელზე და მოითხოვა შესაბამისი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ამ საქმეს შეისწავლიდა.  მერიის აუდიტის სამსახურმა და დაიწყო გამოძიება. თუმცა, მოულოდნელად საქმე დაიბლოკა და რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ამის უკან ქუთაისის ვიცე მერი, ნოდარ მიქიაშვილი იდგა“.

ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაზრდილ შტატებსა და ნეპოტიზმის ფაქტებზეც  საუბრობენ,  რაც  "გვაზავა-წაქაძის" დირექტობის პერიოდში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ყოველივე ამაში კი ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

,,გვაზავა-წაქაძის დირექტორობის პერიოდში გაიხსნა ეგრეთწოდებული ,,უნიკალური განყოფილება“, რომლის ძირითადი მიზანი ხელმძღვანელობის საახლობლო წრის დასაქმება იყო. აღნიშნულ განყოფილებას დირექტორის დეიდაშვილი ხელმძღვანელობს. წინა ხელისუფლების პერიოდში მსგავსი შემთხვევები არავის აკვირვებდა. ეს აკაკი ბობოხიძის ხელშეწყობით ხდებოდა“, - აცხადებს ინგა გვენეტაძე.

ბიბლიოთეკაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მერის მოადგილის, ნოდარ მიქიაშვილისმიერ გაკეთებული განცხადების შემდგომ, როდესაც მან აღნიშნა, რომ  გაფიცვა ხელფასების გამო არ უნდა ხდებოდეს. მიქიაშვილმა მოსალოდნელ  რეორგანიზაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელფასების მომატება ბიბლიოთეკაში დაგეგმილი რეორგანიზააციის შემდეგ მოხდება.

„გაფიცვა ხელფასების გამო არ უნდა ხდებოდეს. 2014 წლის დასაწყისში ბიბლიოთეკის თანამშრომლების ხელფასი დაახლოებით 25 პროცენტით გაიზრდება. ხელფასის გაზრდა რეორგანიზაციის შემდეგ შეიძლება მოხდეს.  მას შემდეგ, რაც იქ იმდენი თანამშრომელი დარჩება, რამდენიც საჭიროა. გაზრდილ ხელფასს ისინი იმის შემდეგ მიიღებენ, რაც ატესტაციას ან კონკურსს გაივლიან,“ - განაცხადა ვიცე მერმა. 

ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზ ჩოგოვაძის განცხადებით, თანამშრომლებს ნამდვილად უჭირთ ასეთ დაბალ ხელფასებზე მუშაობა, რადგანაც შესასრულებელი სამუშაო საკმაოდ მოცულობითია: „ძალზე მცირეა თანამშრომელთა ხელფასები, ამიტომ მათ სურთ ხელფასის ზრდა.  200-250 ლარად ამ ადამიანებს საქმიანობა უჭირთ, - აცხადებს ჩოგოვვაძე.

გაფიცულ თანამშრომელთა ერთ-ერთი მოთხოვნა ქუთაისის მერთან შეხვედრა იყო, რომელიც შოთა მურღულიას უცხოეთში ვიზიტის გამო ვერ ხერხდებოდა. მივლინებიდან დაბრუნებულმა მერმა კი ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან შეხვედრა თავად მოითხოვა.  გაფიცულ თანამშრომელთა წარმომადგენლებთან  შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რის შემდეგაც   ბიბლიოთეკის  დირექტორის მოადგილემ ნინო ძოწენიძემ  "Newpress.ge"-სთან" საუბარში განაცხადა: "ქალაქის მერი ბიბლიოთეკის პრობლემების შესახებ  ცალმხრივად ინფორმირებული იყო. ფაქტობრივად, ის ნოდარ მიქიაშვილის მიერ გაჟღერებულ პოზიციას იზიარებდა, თუმცა შეხვედრას დადებითად ვაფასებ,  რადგან მურღულიას მივაწოდეთ განსხვავებული ინფორმაციაც. საბოოლოოდ,  შევთანხმდით, რომ  ვწყვეტთ გაფიცვას და ორშაბათიდან ბიბლიოთეკაში იწყება დაჩქარებული  რეორგანიზაცა, რისი დასრულების  შემდეგაც გადაიხედება ხელფასების საკითხი. რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, როგორც ქალაქის მერი დაგვპირდა, სამართლიანად წარიმართება,  მოიწვევს კვალიფიციურ სპეციალისტებს და შესაძლოა,  თავადაც ჩაერთოს საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში."

როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომლები აცხადებენ,  მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქის მერი დაინტერესდება ბიბლიოთეკაში დაწყებული და საეჭვოდ შეჩერებული გამოძიების ბედით, რომელიც  უნიკალური გამოცემების საქმეს უკავშირდება. 

რაც შეეხება სენობის რეაბილიტაციას, ეს ქალაქის ხელმძღვანელობას 2015 წლისათვის დაგეგმილი აქციის დაწყებამდეც ჰქონდა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა