|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინის გენერალურ პროკურორად დაინიშნოს

უკრაინაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის გენერალურ პროკურორად დაინიშნოს. უკრაინის სავაჭრო ქსელების მიმწოდებელთა ასოციაციის დირექტორი ალექსეი დოროშენკო წერს, რომ ამ ახალმა ამბავმა უკრაინაში ბევრი შეაშინა. 
„თუმცა ერთ-ერთი უკრაინული არხის ჟურნალისტმა ისიც კი თქვა, რომ ის, მხოლოდ, სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ დაიჯერებს, რომ უკრაინაში რეფორმების ჩატარდება“, - წერს დოროშენკო. 
მისივე თქმით, უკრაინაში რომელიმე თანამდებობაზე სააკაშვილის შესაძლო დანიშნვა ძლიერ ემოციას იმის გამო იწვევს, რომ მან ზოგ სფეროში უკრაინაზე ნაკლებადგანვითარებულ საქართველოში შეძლო სასიცოცხლოდ 

მნიშვნელოვან მრავალ სფეროში რეფორმების ჩატარება.

„ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მან საქართველოში კორუფციის დონის მნიშვნელოვანი შემცირება შეძლო“, - წერს ალექსეი დოროშენკო და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი თავისი ქვეყნის ისტორიაში რეფორმატორის სახელით უნდა შევიდეს, თუმცა მას ასევე აქვს შანსი ამავე სახელით, უკრაინის ისტორიაშიც დაიმკვიდროს ადგილი. 

ალექსეი დოროშენკო აღნიშნავს, რომ „უკრაინის მოქმედი ჩინოვნიკებისთვის სააკაშვილი არის ყველაზე საშინელი სიზმარი და ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის ადამიანი მუხრუჭების გარეშე და მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, ჩაჯდება ყველა, ვინც, არათუ გაბედა და ხელი ახლო სახელმწიფო ფულს, არამედ გაიხედა მის მხარეს“. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა