|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალაქის ინფრასტრუქტურა 2015 წელსაც პრიორიტეტი იქნება

2015 წლის ქალაქის ბიუჯეტში ქალაქის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პრიორიტეტად  ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესებაა მიჩნეული. ქალაქის მთავარ საფინანსო გეგმაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს, აღნიშნულია, რომ   პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლაშენახვა.

 საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცისათვის ქუთაისის 47 მილიონიანი  ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ 100 ათასი ლარია გამოყოფილი.

პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ცენტრალური გზებიდან საცხოვრებელი სახლების ეზოებამდე  მისასვლელი გზებისა  და ახალი გზების რეაბილიტაცია. ასევე უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის ორგანიზება  და უსაფრთხოების თვალსაზრისით, დამონტაჟდეს ახალი საგზაო ნიშნები.  

  2015 წლის  ბიუჯეტი  გზების და ხიდების რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციისთვის  დააახლოებით 800 ათასი ლარს ითვალისწინებს  „გზის საფარის მიმდინარე (ორმოული) შეკეთება ქალაქის სხვადასხვა უბანში 800,00 ათასი ლარი (მათ შორის: 720,0 ათასი ლარი - გზის საფარის მიმდინარე (ორმოული) შეკეთება; 30,0 ათასი ლარი - გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე გრანიტის ფილებისა და ქვის ძელაკების შეკეთება; 30,0 ათასი ლარი - გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაწნეხილი ფილების შეკეთება);  ტროტუარების და ბორდიურების კაპიტალური შეკეთება     -  20,0 ათასი ლარი.“- ნათქვამია  ქალაქის საფინანსო გეგმაში.

  საგზაო ნიშნების დამონტაჟების, მაგისტრალების მონიშვნითი სამუშაოებისა და ფირნიშების დამზადებისთვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი.

ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის,ტრანსპორტის და დასუფთავების სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის თქმით, საერთო ჯამში,  ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 15 მილიონი ლარია გამოყოფილი.  „2015 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის  გამოყოფილ თანხაში  შედის საბინაო ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ბაღების მშენებლობა, დამონტაჟდება სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები. გარდა ამისა, დაფინანსებას ველით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, მივიღეთ პირობა, რომ პროექტები დაფინანსდება,  თუმცა ჯერ დაკონკრეტებული არაა. სავარაუდოდ აქაც დაფინანსება 10-15 მილიონის ფარგლებში იქნება“, - განუცხადა „ახალ გაზეთს“ მალხაზ ბასილაძემ.  

 ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში  დასუფთავების ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხა  დაახლოებით 3 მილიონ 235 ათას ლარს შეადგენს.  მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის თვითმმართველობა ქალაქის დასუფთავებისთვის თანხებს გამოყოფს, ქალაქში პრობლემები მაინცაა. მალხაზ ბასილაძე ამბობს: „ჩვენ ვაფრთხილებთ ორგანიზაციებს, რომ არ დატოვონ ნარჩენები. თუ კი ორგანიზაცია თვლის,  რომ ჩვენს მიერ ერთჯერადი ან ორჯერადი დასუფთავება არაა საკმარისი, მაშინ გააფორმებს დამატებით ხელშეკრულებას მასთან, ვინც მას ემსახურება. მაგრამ არის ისეთი ადგილები, სადაც ყოველ ნახევარ საათში რომ დაასუფთავონ,  მაინცაა ნაგავი. მაგალითად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე. აქ საჭიროა ადამიანის თვითშეგნება მივიდეს იქამდე, რომ ის ნაგავი აიღოს და ჩააგდოს იქვე მდებარე ურნაში.  შესაძლოა, ამ საკითხზე  საჯარიმო სანქციებიც დაწესდეს.“ -  განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.  

 ბიუჯეტის პროექტში პროგრამა „კორპუსი“ დაახლოებით მილიონ 350 ათას ლარს ითვალისწინებს. ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები დააახლოებით  მილიონ 285 ათასი ლარით დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა–შენახვა და ექსპლუატაცია, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები.

გარდა ამისა,  მომდევნო წელს ის პროექტები  გადავიდა, რომლებიც რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ იყო დაფინანსებული.   ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 19 დეკემბერს მიიღეს.  ქალაქის ბიუჯეტი 47 მილიონ 555 ათას 400 ლარს შეადგენს.

 

 

                                                                                                                                            

 

         

   

        

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 43.75%
გაუარესდა - 50%
არ შეცვლილა - 6.25%
სულ - 16 ხმა