|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გული საქართველოსთვის“ - ქართული ოჯახის ჰოლანდიური ქველმოქმედება

ახლახანს  ორგანიზაციამ  „გული საქართველოსათვის“ ქუთაისში კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა,  ქალაქის საბავშვო ბაღებისათვის საჭირო ინვენტარი გამოაგზავნა. მან ასევე  საყოფაცხოვრებო ნივთები გამოაგზავნა ჯიხეთის დედათა მონასტრისთვის. საჩუქრები ჰოლანდიიდან საავადმყოფოებმაც მიიღეს.

 „ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა თოდრია თავის მეუღლესთან ერთად დიდი ენთუზიაზმით იღწვის ჩვენი ქალაქისათვის. ზოგს ჰგონია, რომ მილიონების პატრონები არიან და ამიტომ ეწევიან ქველმოქმედებას, თუმცა ცოტამ თუ იცის ამ ოჯახის ნამდვილი სახე. უნდა ნახოთ,  თავისი ხელით როგორ ტვირთავენ 12 მეტრიან კონტეინერებს, რომ ჩვენს ქალაქში გამოაგზავნოთ და სიხარული მიანიჭოთ უამრავ ადამიანს“, -ამბობს ორგანიზაცია „გული საქართველოსთვის“ წამომადგენელი მაკა აბულაძე. 

 ორგანიზაციას საქართველოში ტვირთის მიღებაში ქუთაისის მერია ეხმარება.  მაკა აბულაძის თქმით, თუ ხელისუფლების ნებაც იქნება, ორგანიზაცია  საჭიროების მიხედვით,  კვლავ განაგრძობს ქალაქის ბაღებისა და სკოლების დახმარებას.

„გული საქართველოსთვის“ ქუთაისის გარდა ამ დრომდე სოფელ ტოლებში არსებულ სკოლას ინვენტარითა და სკოლისათვის საჭირო რესურსით, სამტრედიაში უნარშეზღუდულ ადამიანებს და სამედიცინო დაწესებულებებს და სამტრედიაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარა.

ორგანიზაცია „გული საქართველოსათვის“ ჰოლანდიაში 2005 წელს დაარსდა. მას მამუკა თოდრია ხელმძღვანელობს. ჰოლანდიის საქველმოქმედო ორგანიზაციის მდივანი არენ დენ ჰოედტია,  თანადამაარსებელი და საინფორმაციო შტოს ორგანიზატორი ანასტასია დენ ჰოედტ ფიმანი. ორგანიზაცის მოღვაწეობა მრავალ პროფილს მოიცავს, ისინი სკოლებს, ბაღებს სამედიცინო დაწესებულებებს, უნარშეზღუდულ ადამიანებს ინვენტარითა და სხვა და სხვა საჭირო რესურსით ეხმარებიან. 






ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა