|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ლარი გაუფასურების მაქსიმალურ ნიშნულზეა

ბოლო თვეების განამვლობაში ლარის კურსმა დღეს მაქსიმალურ ნიშნულს მიაწია. 1$ 2,23 ლარი ღირს.  გუშინ ეს მაჩვენებელი 10-12 თეთრით ნაკლები იყო.

"ეროვნული ბანკის" ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ბანკათაშორისი ვაჭრობის შედეგად ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დგინდება, გუშინ ეს მაჩვენებელი 2,08 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 1 თეთრით მეტია.

1$ "საქართველოს ბანკში" 2,23 ლარი ღირს, "პროკრედიტ ბანკში" - 2,23 ლარი, "თი-ბი-სი" ბანკში  - 2,22 ლარი, "ლიბერთი" ბანკში  - 2,22 ლარი.  

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარი 2,20-ის ფარგლებში მერყეობს.   

ავტორი: ნიუპრესი