|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თუშეთში ტრადიციული მეურნეობების განვითარების მხარდაჭერის პროექტი ხორციელდება

საქართველოში ჩეხეთის საელჩოს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ასევე  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში პროექტი „ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში“ ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომას პერნიკი, კახეთის გუბერნატორის პირველი  მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, თუშეთის დაცული ლანდშაპტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაეცნენ.  პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 510 000 ევროზე მეტია,  მისი განხორციელება   2013 წელს  დაიწყო და  2016 წლამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი და ჩეხი ექსპერტების  მიერ  სასწავლო პროგრამების ჩატარება, რომელმაც ხელი უნდა  შეუწყოს მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებას,  მეცხვარეობის განვითარებისა და მეურნეობების მართვის მიმართულებით. სასწავლო პროგრამები გამიზნული იქნება სოფლის მეურნეობის კოოპერაციული წარმოების პრინციპებზე, მდგრად განვითარებასა და ტრადიციული კულტურების მოყვანაზე, აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შენახვასა და მოვლა პატრონობაზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება მეცხვარეობასა და მატყლის რეალიზაციის ხელშეწყობაზე.

,,ძალიან მნიშვნელოვანიდა საინტერესო პროექტია. ჩვენ ვცდილობთ მაღალ მთაშიც შევქმნათ ყველა პირობა რათა  სოფლის მეურნეობაგანვითარდეს.  ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით დაწყებული პროექტი  ამ რაიონის განვითარებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს კონკრეტულ პროექტებზე და ღონისძიებებზე, რაც მაღამთიანი რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

პროექტი „ტრადიციული მეურნეობების სისტემის განვითარების მხარდაჭერა თუშეთში“  თავის მხრივ ორ  პროექტი -  ,,მეკარტოფილეობისგანვითარებასაქართველოსშორეულმთიანრეგიონებში" და "თუშური ცხვრის მატყლის დამუშავება-წარმოება -რეალიზაცი" აერთიენებს.

მეკარტოფილეობის განვითარების პროექტიის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტეტის მიერ პროექტის ბენეფიციარებს გადაეცათ ქვემოალვანში მდებარე ყოფილი საქვაბის შენობა, რომელიც გარემონტდა და კარტოფილის სასაწყობე მეურნეობა (წარმადობა  50-60 ტონა) მოეწყო. მიმდინარე წელს დაგეგმილია კარტოფილის მწარმებელთა გაერთიანება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოებული კარტოფილისგასაღებისბაზრისმოძიება, სადაც თუშური კარტოფილი ბრენდის სახით გავა, როგორც ეკოლოგიურად სუფთა , მაღალი ხარისხის პროდუქტი კონკრეტული სავაჭრო ნიშნით "თუშური კარტოფილი."

"თუშური ცხვრის მატყლის დამუშავება-წარმოება - რეალიზაციის" პროექტს  ჩეხეთის განვითარების სააგენტომ პროექტის ბენეფიციარებს 24 ერთეული მატყლის საპარსი მოწყობილობა გადასცა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 43.75%
გაუარესდა - 50%
არ შეცვლილა - 6.25%
სულ - 16 ხმა