|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ „ქამრების შემოჭერა“ ხელისუფლებას დაასწრო

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, ლარის კურსის ცვალებადომამ დოლართან მიმართებაში ქვეყანის ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა. ხელისუფლებამ  შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაში დაინახა.

„ნიუპრესი“ დაინტერესდა,  როგორ აპირებს „ ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის გატარებას ქუთაისის  ადგილობრივი  თვითმმართველობა.  აღნიშნულ საკითხზე  საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის  შემდეგ   პასუხად  მივიღეთ, რომ ქუთაისის მერიას ქამრების შემოწერის პოლიტიკა გასული წელს,  ჯერ კიდევ  ბიუჯეტის ფორმირების პროცესიდან აქვს დაწყებული:  „ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის ადმინისტრაციული ხარჯები  2014 -თან შედარებით შემცირდა 540,300  ათასი ლარით.  აღნიშნული ეკონომია გადანაწილდა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.  შესაბამისად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უკვე დიდი ხნის დაწყებულია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, თუმცა ხარისხი ადმინისტრაციული მომსახურეობის არამარტო იგივე დარჩა, არამედ გაიზარდა.  რაც შეეხება თქვენს მიერ განცხადებაში აღნიშნულ „ქამრების შემოჭერის პოლიტიკას“, თუ რაიმე რეკომენდაცია იქნება ცენტრალური ხელისუფლებისგან,  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კვლავაც იქნება გათვალისწინებული“, - ნათვამია წერილში.

ცოტა ხნის წინ პრემიერმა   თვითმმართველი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც  ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვისკენ მოუწოდ. "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ხარჯები. ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმაც უნდა მიიღოს ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. საუბარია ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვაზე და შემცირება არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის თითოული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრაზე.

შემცირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებზე საუბრობს ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც.  მისი თქმით,  ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით გამოთავისუფლებული თანხები სხვადასხვა მიმართულებებზე გადანაწილდება.  მერის განმარტებით, დაზოგილი თანხები წელს იმ პროგრამებს დაემატება, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა  მოხმარდეს:გასულ წელს განვახორციელეთ ქამრების ემოჭერა და შევძელით დაგვეზოგა 1 მილიონი ლარი. დაზოგილი თანხები მრავაშვილიანი ოჯახების დახმარებას და მიუსაფრ ადამიანებზე ზრუნვას მოხმარდება,“- განაცხადა შოთა მურღულიამ.  

 „ახალი გაზეთი“ დაინტერესდა, რა კონკრეტული მითითებები მიიღო ქუთაისის თვითმმართველობამ, რაზეც ქალაქის მერმა გვიპასუხა: „ეს იყო ზოგადი მითითებები, იქ წარმოვადგინე, რომ ადმინისტრაციული ხარჯი შემცირებულია ნახევარი მილიონი ლარით. ჩვენ შევეცდებით კივევ 200 ათასით შევამციროთ ადმინისტრაციული ხარჯი. ალბათ

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 43.75%
გაუარესდა - 50%
არ შეცვლილა - 6.25%
სულ - 16 ხმა