|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შარშან თხილის ექსპორტმა პირველად გაუსწრო ღვინოს"

ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეკრულებიდან ერთი წლის თავზე ხელშეკრულების შედეგებს აჯამებენ. თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების პროცესში, თუკი თავდაპირველად პასუხი მხოლოდ ექსპერტებს ჰქონდათ და ისიც თეორიული, დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის თავზე ამ კითხვაზე უკვე  მეწარმეებიც პასუხობენ. ამ კუთხით განსაკუთრებით აგრობიზნესის წარმოამდგენლები აქტიურობენ. თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხება სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას იუწყებოდა. განსაკუთრებთ გაიზარდა მოთხოვნა ქართულ თხილზე, რომლის ფასმაც 10 ლარს მიაღწია.

”თხილი ახალი ბიძგია ქართული აგრო-წარმოებისთვის, ვფიქრობ, მეთხილეებს დღგ-ს მოვუხსნით”, - აღნიშნავს ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი.

სამინისტროს მონაცემებით, შარშან თხილის ექსპორტმა პირველად გაუსწრო ღვინოს და უმთავრესი საექსპორტო აგროპროდუქტი გახდა, ხოლო აგრო-ექსპორტი პირველად ქვეყნის მთლიან ექსპორტში 29%-იანი წილით მესამე ადგილზე გავიდა. ერთ წელიწადში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა და შარშან ქვეყანაში 826 მილიონი დოლარი შემოიტანა. ქართული აგროწარმოება უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ხდება, 2014-ში ინვესტიციები 61%-ით გაიზარდა.

თავდაპირველად მოსახლეობა სკეპტიკურად იყო განწყობილი კოოპერაციების მიმართ, და კოლექტივიზაციის შთაბეჭდილებას უქმნიდა გლეხებს, თუმცა დღეს 1000-ზე მეტი კოოპერატივია შექმნილი.სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2014 წელს სექტორში 19 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია. აგრო-სექტორი მსხვილ სამთავრობო დაფინანსებასაც იღებს, - 2013-2014 წლებში 722 მილიონ ლარზე მეტი იაფი აგრო-კრედიტი 27 ათასზე მეტმა ფერმერმა და მეურნეობამ მიიღო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამით დაფინანსდა 105 ახალი საწარმო, კიდევ 5 საწარმო ეკონომიკის სამინისტროს პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ გაიხსნა.  გაიზარდა აგრო-სფეროს წილიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში და 16.5% შეადგინა.საქსტატის მონაცემებით, ქართული აგრო-პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი ბოლო 2 წელიწადში 109 %-ით არის გაზრდილი, დსთ-ს ქვეყნებში კი 48 %-ით, იმპორტი ევროპიდან 2 წელიწადში 23%-ით გაიზარდა, დსთ-ს ქვეყნებიდან კი 5%-ით შემცირდა და შედეგად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ამ პერიოდში ჯამში 260 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა. ევროპაში ექსპორტის მეტი გამოცდილება აქვს იმერულ „ჰერბიას“, რომელიც მწვანილის სასათბურე ბიზნესით უკვე 10 წელი არის დაკავებული. თავიდან ძირითადი გასაღების ბაზარი რუსეთი და უკრაინა იყო, თუმცა რუსეთის ემბარგომ დღის წესრიგში ალტერნატიული ბაზრის მოძიება დააყენა.

    2014 წელს წინა წელთან შედარებით  6%-ით მოიმატა მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობამ 1.3 მილიონი სული შეადგინა, 9.5%-ით გაიზარდა ღორის სულადობაც და 210 ათასს მიაღწია, 9%-ია მატება ფრინველის რაოდენობაშიც -7.4 მილიონი ფრთა, ცხვრისა და თხის რიცხვმა 1.2%-ით მოიმატა და 867 ათასი გახდა. 1%-ით გაიზარდა ყველა სახეობის ხორცის წარმოება და 49 ათასი ტონა შეადგინა, 633 მლნი იყო შარშან რძის წარმოება, რაც 5%-იან ზრდას ნიშნავს, 5%-ით გაიზარდა კვერცხის წარმოებაც და 522 მლნი ცალი შეადგინა.   ამასთან, აქტიურად საუბრობენ, რომ ევროპაში ვაჭრობა რუსეთზე უარის თქმას არ ნიშნავს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა