|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურიზმის განვითარებას ხელშეწყობა ჭირდება

საქართველოსთვის ტურიზმის ინდუსტრიის არანაკლებ მნიშვნელოვან ნაწილს შიდატურიზმი წარმოადგენს. ქვეყანაში ადგილობრივი ტურიზმი ნაკლებ პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მისი განვითარებისათვიაქტიური კამპანიები იმართება, ეწყობა  პიარაქციები, მზადდება სატელევიზიო კლიპები, იქმნება ტურისტული  სააგენტოები, რომ მეტი ადამიანი დაინტერესდეს ადგილობრივი ტურისტული ძეგლებით. აღსანიშნავია, რომ შიდატურიზმის განვითარებას 100 წლის წინათ აკაკი წერეთელმა ჩაუყარა საფუძველი. როდესაც რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა.

 დღეს ამ სფეროს განსავითარებლად აქტიურად  მუშაობენ ჯგუფები "თეთნულდი" და "მთანი მაღალი". რომლებიც დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა ტურებს აწყობენ და დაინტერესებულ პირებს მაღალმთიან ძეგლებამდე მისვლაში ეხმარებიან.

                                                          XXX

მთასვლელთა ჯგუფი "თეთნულდი"  15 წელია რაც  ფუნქციონირებს. ჯგუფში 30-მდე ადამიანია გაწევრიანებული, რომლებიც  ერთად გეგმავენ მარშუტს.  ჯგუფი დაკომპლექტებულია გამოცდილი მთასვლელებით, არიან მოგზაურები,  მეკლდეურები,  ფოტოგრაფები,  მეცნიერები და ოპერატორები. ჯგუფს, ასევე  ჰყავს "ახალგაზრდული ფრთა", რომლებსაც   მთასვლელისთვის საჭირო დეტალებს ასწავლიან.

"ჩვენი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ შიდატურიზმს. ჯანმრთელი ცხოვრების წესს, ასევე შევაყვაროთ  საქართველო ახალგაზრდებს. ვასწავლოთ ის უნარ-ჩვევები,  რაც დაკავშირებულია მთაში მოძრაობასთან. იქნება ეს გზის გაკვლევა კომპასით, აზიმუტით, ცეცხლის დანთება, კარვის გაშლა. ის უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია. ასევე უზრუნველყოფას ვუკეთებთ რთულ ექსპედიციებს, მათი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვატარებთ სამეცნიერო კვლევის და სასწავლო ექსპედიციებს. გვაქვს გარკვეული აქტივობები ამ მიმართულებით. პირველი სერიოზული აქტვობა ეს იყო "კოპის ციხეზე"  ბუბა კუდავასთან ერთად, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესის მხრიდან. შემდეგი იყო 2014 წელს აღმოჩენილი "მურადის მღვიმეში"  ახალი გასასვლელი და უნიკალურო ფორუმები, რომელმაც "ნეშენალ გეოგრაფიკის" ყურადღება  მიიქცია. ასევე

 მსოფლიო სამეცნიერო,  არქეოლოგთა,  გეომორფოლოგთა და კლიმატოლოგთა ყურადღება. ხშირად ვაწყობთ სამეცნიერო ექსპედიციებს ხვამლის მთაზე,  გვაქვს აქტივობები, რომელსაც სულ მალე გაიგებს საზოგადოება. ჩვენი გუნდის მთავარი მიმართულება  არის ახალი ტურისტული მარშუტების აღმოჩენა,  შედგენა და მათი პოპულარიზაცია.  ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არაა აქტივობა. გვჭირდება  შესაბამისი სტრუქტურების  ჩართულობა და ხელის შეწყობა. არ გვაქვს საკმარისი აღჭურვილობა.  ამ მხრივ ძალიან გვიჭირს. სერიოზული ექსპედიციების ჩასატარებლად არ გვაქვს საკმარისი ფინანსები, ჩვენი შესაძლებლობებით ვერ ვახდენთ  მასშტაბურ მსვლელობებს. ჩვენი სახსრებით კი,  აქტიურად ვმუშაობთ დასავლეთში. ასევე პრობლემას წარმოადგენს შიდასამარშუტო გზები.  ისეთი რელიეფი გვაქვს, რომ დაზიანებები ხშირად იქნება. გზების 70%-ის მოწესრიგება თავისუფლად შეიძლება. უნდა გაკეთდეს ისე, რომ მასზე გადაადგილება კომფორტული იყოს.  თუმცა სანახაობამდე გზის რეაბილიტაციის მომხრე, რა თქმა უნდა, არ ვარ, რადგან  ეს სხვა პრობლემებს წარმოქმნის, ამას მოყვება მასიური დანაგვიანება, ეკოსისტემის შეცვლა და ასე შემდეგ.  ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე და ისეთი აზრით, რომ  რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს, რომ იყოს კომფორტული  ერთ ეტაპამდე მისასვლელი, სადაც ტრანპორტი მივა და შემდეგ დაიწყება ფეხით მსვლელობა.  ძალიან აქტიურია  კლუბი "თედნულდის" კავშირი  საერთაშორისო  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კლუბებთან.  ვფიქრობთ, რომ ეს არიალი არამარტო  რეგიონალური, არამედ კონტინენტალური გავხადოთ და უფრო მაღალ  დონეზე დავამყაროთ ეს კავშირები",-გვიამბობს ჯგუფი "თეთნულდის"  წევრი ირაკლი ჯულაყიძე.

 

                                                  XXX

ჯგუფი "მთანი მაღალი" შალვა ხუციძემ დააფუძნა. ის 8 წელია, რაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული. მის ჯგუფში ამჟამად  2000-მდე ადამიანია გაწვრიანებული. 

"პირველად 8 წლის წინ  გადავწყვიტე  მთის დალაშქვრა. 10 კაციანი ჯგუფით გავემგზავრეთ ხვამლის დასალაშქრად. ამის შემდეგ "მოვიწამლე" ბუნებით და ყოველ კვირაში ვაწყობ ლაშქრობებს. ხალხის აქტიურობა თანდათან იზრდება, რაც სასიხარულოა,  თუმცა ადგილობრივი ტურიზმის განითარებას  ტურისტული მარშუტების მოუწესრიგებლობა აფერხებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია შიდა გზები, რომლებიც დღეისათვის საერთოდ არ არის ადაპტირებული ტურიზმის მოთხოვნებისადმი" - ამბობს  შალვა ხუციძე.

"ნიუპრესი" დაინტერესდა რა აქტივობები იგეგმება შიდატურიზმის განსავითარებლად. ამ საკითხზე ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსს პაატა კლდიაშვილს ვესაუბრეთ.

"ჩვენ გვაქვს საინფორმაციო ცენტრი,  რომელიც ტურისტებს აწვდის ინფორმაციას  ტურისტური ობიექტების შესახებ, რომლებითაც შეიძლება დაინტერესდნენ.  ცხადია, საინფორმაციო ცენტრი მუშაობს, როგორც ადგილობრივი, ასევე  უცხოელი ტურისტებისთვის.  პრაქტიკულად, ისინი  ორივე ერთნაირ რეჟიმში   არიან. რაც შეეხება დამატებითი პროექტების განხორციელებას, ჩვენ  ვგეგმავთ  შიდატურიზმის სტიმულირებისათვის  ახალ პროექტებს, რომლის პრეზენტაცია სექტემბერში გვექნება. დღეს ყველა სერვისი თანაბრად გვაქვს ყველა კატეგორიის  ტურისთვისთვის. მომავალში ვგეგმავთ  უშუალოდ შიდა ტურიზმისთის გათვლილ რამდენიმე პროექტს.  ამ აქტივობაში ჩართული იქნებიან სკოლები და  უნივერსიტეტები",- განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

ტურიზმის განვითარებისათვის ქუთაისის ხელისუფლებამ დამატებით 15 ათასი ლარი გამოიყო.  საკრებულოს დეპუტატი ზაზა ლომინაძე ცვლილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქალაქში ტურისტების მოძრაობა არ უნდა იყოს ქაოტური და რომ აუცილებელია ტურისტული ცენტრის აქტიური მუშაობა.

"ქალაქში გიდი არ არის. მოუწესრიგებელია ფირნიშები. თუ შევალთ ინტერნეტში და ვნახავთ, რას წერენ ტურისტები ჩვენზე, შეგვრცხვება. ტურისტების მოძრაობა არ უნდა იყოს ქაოტური და მერიამ შესაბამის სერვისები უნდა გააქტიუროს",- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ტურიზმის სფეროს განვითარება რომ მნიშვნელოვანია, ადასტურებს   მერის პირველი მოადგილე კოტე ქავთარაძე და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ტურიზმის განვითარებისთვის არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. მოხდება ტურისტული ცენტრის მოწყობა და ფირნიშენის განთავსება.                                                        

                                                                                                

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა