|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გუგლი" სახელწოდებას იცვლის

კომპანიაგუგლისდამაარსებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი საძიებო სისტემის ბაზაზე ახალ ჰოლდინგ-სტრუქტურას ქმნიან, სახელწოდებითანბანი” (Alphabet). ”ჩვენ მოგვეწონა ეს სახელწოდება, რადგან ის ასოების ერთობას აღნიშნავს, რომლებითაც ენა შედგება. კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა დაგუგლისსისტემაში ინდექსირება სწორედ მისი საშუალებით ხდება. ჩვენ აგრეთვე მოგვეწონა, რომ ეს სიტყვა ნიშნავს "ალფა-ბეტ"- (”ალფა: ინვესტიციებზე ნორმაზე მეტი შემოსავალი), რის მიღწევასაც ვცდილობთ”, - ამბობს ლარი პეიჯი.
მედიაში აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილება აუცილებელია იმისთვის, რომ აქტივების მართვის სტრუქტურა გასაგები გახდეს. ცვლილებების შედეგად, პეიჯი გენერალური დირექტორი გახდება
ბრინი კი მისი პრეზიდენტი. გუგლისმართვაზე კონტროლი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, სუნდარუ პიჩაის გადაეცემაჩვენი კომპანია ამჟამად კარგად მუშაობს, მაგრამ ვთვლით, რომ მისი საქმიანობა შეგვიძლია უფრო გამჭვირვალე გავხადოთ. ასე რომ, ვქმნით ახალ კომპანიას, სახელწოდებითანბანი”, - დასძინა პეიჯმააღსანიშნავია, რომანბანი” ”გუგლსბირჟებზე შეცვლის: ძველი კომპანიის აქციები ავტომატურად გარდაიქმნება

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა