|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელები "კობრას" წინააღმდეგ (ვიდეო)

 ქუთაისში, გელათის ქუჩის VIII შესახვევის მცხოვრებლები დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ.
 ადგილობრივების განცხადებით, კომპანია "კობრამ" წყლის მილების გაყვანის შემდეგ გზის საფარი მოუწესრიგებელი დატოვა, რის გამოც ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ადგილზე მისვლა უჭირს „სასწრაფო დახმარების“ მანქანებსაც. 

ადგილობრივი ეთერ ბანძელაძე კომპანიას კუთვნილი ქონების დაზიანებაშიც ედავება და ამბობს, რომ სამუშაოების დროს მისი ღობის ნაწილი დაინგრა. 
"მოვიდნენ, დაანგრიეს გზა და წავიდნენ. რამდენჯერმე დავწერეთ განცხადება, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება, "– განაცხადა ეთერ ბანძელაძემ. 
  
ქალაქში წყალგაყვანილობის სამუშაოებს ესპანური კომპანია "კობრა" ახორციელებს.
 „ნიუპრესთან“ საუბრისას კომპანიის ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან წურწუმიამ განაცხადა, რომ მას პრესასთან ურთიერთობის და კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს. 
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, გელათის ქუჩის ჩიხებში და შესახვევებში "კობრას" მიერ დაზიანებულ გზის საფარის შეკეთება მერიას, ამ ეტაპზე, არ ევალება. 
ამ პრობლემის თაობაზე ინფორმირებულია უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ლატარიაც. მისი განმარტებით, ის ადგილზე რამდენჯერმე იმყოფებოდა, საკუთარი ძალებით სურდა მოწესრიგება, მაგრამ ქუჩის სივიწროვის გამო მძიმე ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა.
 "იმდენად ვიწროა ქუჩა, სპეცტექნიკა ვერ ჩავიდა. არც მოხრეშვა შეიძლება, ვინაიდან დაქანებულია ქუჩა და მიწას ძირს ჩამოიტანს. ვთხოვე ქალაქის მერს, რომ ბიუჯეტის სხვადასხვა ხარჯების ეკონომიის ხარჯზე, როგორღაც შევძლოთ ამ შესახვევის მოწესრიგება. ვვარაუდობ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, მაქსიმუმ მომავალ წელს აუცილებლად მოვაწესრიგებთ,"- განაცხადა ლატარიამ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა