|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ და როგორ დაინაწილა ლითოფონის ქარხნის საკუთრება?

საბჭო­თა ინ­დუს­ტრი­ის გი­გან­ტი, ქუ­თა­­სის ლი­თო­ფო­ნის ქარხანა დღეს უკ­ვე არა­არ­სებული ქარხნების რიცხვს მი­­კუთ­ვნება. ქარხნის ძვე­ლი მემ­კვიდ­რეობა მიმ­დი­ნა­რე წელს სამ­მა სა­წარ­მომ გა­და­­ნა­წი­ლა.

რო­გორ მი­დი­­და ქუ­თა­­სის ლი­თო­ფო­ნის  ყოფი­ლი ქარხნის წი­ლებისა და  ტე­რი­ტო­რიების გა­და­ნა­წი­ლება და ვინ რა საქ­მი­­ნობას აწარ­მოებს მი­ღებულ ფარ­თობზე? რო­გორც ირ­კვე­ვა, ს/ს ლი­თო­ფო­ნის ქარხნის სახელ­მწი­ფო წი­ლი - აქ­ცი­­თა 51% სრუ­ლად აღ­მოჩ­ნდა ერთ-ერ­თი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რებაში, რომ­ლის მფლობელები ყოფი­ლი ხელი­სუფ­ლების მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებთან დაახლოებულ პი­რებად მო­­აზ­რებიან.

31 ჰა მი­წის ფარ­თობზე გან­თავ­სებული ლი­თო­ფო­ნის ქარხანა გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის 30-იან წლებში აშენ­და და საბჭო­თა კავ­შირ­ში ერ­თა­დერ­თი სა­წარ­მო იყო, რო­მე­ლიც ლი­თო­ფონს აწარ­მოებდა. მოგ­ვი­­ნებით, 1954 წლი­დან ქარხანა­ში შაბიამ­ნის და სა­ღებავების წარ­მოების ხაზი ამუ­შავ­და. სა­წარ­მო­ში ყოველ­წლი­­რად 36 000 ტო­ნა სა­ღებავს აწარ­მოებდნენ, რომ­ლის რე­­ლი­ზა­ცი­ას მთე­ლი საბჭო­თა კავ­ში­რის მას­შტაბით ახდენ­დნენ.

1960-იან წლებში ქარხანამ მი­ნე­რა­ლების, ბარი­ტის და კალ­ცი­ტის დაფ­ქვაც აით­ვი­სა. იმ დრო­­სათ­ვის ლი­თო­ფონ­ში 1200 ადა­მი­­ნი იყო და­საქ­მებული. საბჭო­თა ეპო­ქის დას­რუ­ლების­თან­ვე მუ­შახელ­მა და პრო­დუქ­ცი­­მაც თან­და­თა­ნობით მო­იკ­ლო.  2007 წლის­თვის ქარხანა­ში 70 ადა­მი­­ნი მუ­შაობდა.

ქუ­თა­­სის ლი­თო­ფო­ნის ქარხანა სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დოებად 1996 წელს  ჩა­მოყალიბდა, რომ­ლის აქ­ცი­­თა 51%-ს 2011 წლამ­დე სახელ­მწი­ფო გან­კარ­გავ­და.

2005 წელს ქუ­თა­ის­ში, ყოფი­ლი საბჭო­თა გი­გან­ტების გა­კოტ­რების რეჟიმ­ში მა­სი­­რად გა­დას­ვლის პრო­ცე­სი სს „ლი­თო­ფო­ნის ქარხანას" არ შეხებია. თუმ­ცა, ქარხანა­ში გა­ცი­ლებით ად­რე დაწყებული წარ­მოების ჩა­მოშ­ლის და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის რღვე­ვის პრო­ცე­სი  დღემ­დე მიმ­დი­ნა­რეობს.

2007 წლი­დან ხელი­სუფ­ლებამ სს „ლი­თო­ფო­ნის ქარხანა" აუქ­ცი­ონ­ზე არა­ერთხელ გა­­ტა­ნა, თუმ­ცა, ქარხანას მყიდ­ვე­ლი არც ერთხელ არ გა­მო­უჩ­ნდა.

2007 წელს, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს შუ­­მა­­ლობით, სა­წარ­მოს შე­ძე­ნა ებრა­ელ ინ­ვეს­ტორს სურ­და, რა­შიც ინ­ვეს­ტო­რი 1 მლნ დო­ლარს იხდი­და, მაგ­რამ ეს გა­რი­გება მომ­დევ­ნო წელს, სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნების და­კა­ვების გა­მო ჩა­­შა­ლა, რომ­ლებიც უშუ­­ლოდ მო­ნა­წი­ლეობდნენ ებრა­ელ ინ­ვეს­ტორ­თან მიმ­დი­ნა­რე გა­რი­გებაში. საუბარია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რების მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ბექა ოქ­როს­ცვა­რი­ძე­სა და პრი­ვა­ტი­ზი­რების დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ლა­შა მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­ზე, რომ­ლებიც 2008 წელს, შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­­რი უსაფრთხოების დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ ქრთა­მის აღების ფაქ­ტზე (350 000 აშშ დო­ლა­რი) და­­კა­ვეს. და­კა­ვებულებს ბრა­ლად ედებოდათ რუს­თა­ვი-თბილი­სის გზატ­კე­ცი­ლის მე-17 კი­ლო­მეტ­რზე მდებარე სახელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლებაში არ­სებული მი­წის ნაკ­ვე­თების და მათ­ზე გან­თავ­სებული შე­ნობა-ნა­გებობების გა­და­ცე­მა დაბალ ფა­სად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თა­მაზ მა­ჩა­ლა­ძე­ზე. იგი­ვე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნები კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გებაში იყვნენ ებრა­ელ ინ­ვეს­ტორ­თა­ნაც, რო­მელ­საც სს „ლი­თო­ფო­ნის ქარხნის" შე­სა­ძე­ნად ბე-ს სახით 100 000 დო­ლა­რი გა­დახდი­ლი დარ­ჩა.

2011 წელს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ სახელ­მწი­ფო სა­კუთ­რებაში არ­სებული სა­წარ­მოს 51% ცალ­კე, და­მო­­კი­დებელი სახით გა­­ტა­ნა და აუქ­ცი­­ნის წე­სით  დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნია შპს „ლაჰილს" მიყიდა, რო­მელ­საც ამჟამად 8ჰ მი­წის ნაკ­ვე­თი უჭი­რავს. კომ­პა­ნი­ამ ამ შე­ნა­ძენ­ში, რო­გორც ხელ­მძღვა­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავს, 1 700 000 ლა­რამ­დე გა­დაიხადა.

 სა­მე­წარ­მეო რე­ეს­ტრის მო­ნა­ცე­მებით, შპს „ლაჰილი"-ს 100%-იან წილს ამჟამად ლა­შა ლან­ჩა­ვა ფლობს.

2011 წლის 13 სექ­ტემბერის მო­ნა­ცე­მებით, შპს „ლაჰილის" დი­რექ­ტო­რი გე­ლა ნუ­ცუბიძე გახლავთ. ხოლო კომ­პა­ნი­ის პარ­ტნი­­რი არის შპს „ლა­გი" (100%). თა­ვის მხრივ, შპს „ლა­გი" 100%-ით ლა­შა ლან­ჩა­ვას სა­კუთ­რებაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ძმები გი­გა და ლა­შა ლან­ჩა­ვები ქუ­თა­­სის ყოფილ მერ­სა და ამჟამად პარ­ლა­მენ­ტარ გია თევ­დო­რა­ძეს­თან დაახლოებულ პი­რებად მო­­აზ­რებიან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნება „ლაჰილ­მა" სწო­რედ თევ­დო­რა­ძის მე­რობის დროს შე­­ძი­ნა.

თევ­დო­რა­ძეს­თან ნა­თე­სა­ურ კავ­შირს არ უარყოფს კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თი მფლობელი ლა­შა ლან­ჩა­ვა, თუმ­ცა მას­თან ბიზ­ნეს ურ­თი­ერ­თობებს არ ადას­ტუ­რებს. „გია თევ­დო­რა­ძის მა­მა ჩე­მი

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა