|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას მალავს "ნაციონალების" ოფისის სარდაფი ქუთაისში? [Video]

ქუ­თა­ის­ში საბჭო­თა ეპო­ქის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნების­თვის გან­კუთ­ვნილ ელი­ტა­რულ თავ­შე­სა­ფარს ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლება სა­არ­ჩევ­ნო ყუთების შე­სა­ნახად იყენებს.

ელი­ტა­რულ სარ­დაფს „ახალ­მა გა­ზეთ­მა" მი­აკ­ვლია და მის არ­ცთუ ისე უსაფრთხო გვი­რაბში სა­­დუმ­ლო გა­სას­ვლე­ლიც იპო­ვა.

საბჭოთა პერიოდში ქუთაისში 60 მიწისქვეშა თავშესაფარი არსებობდა, რომელთაგან ოცს ქუთაისის მაშინდელი ხელმძღვანელობა კურირებდა, დანარჩენები კი ქალაქში არსებული მსხვილი საწარმოების ბალანსზე იყვნენ.

ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩზე, სადაც ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისია განთავსებული, მიწისქვეშა სარდაფი დღემდე არსებობს. თავ­შე­სა­ფარ­ში ჩას­ვლა არც თუ ისე უსაფრთხოა. „ახალი გა­ზე­თის" ჟურ­ნა­ლის­ტებს მეგ­ზუ­რობა ქუ­თა­­სის სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის სამ­სახურ­თან არ­სებული სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრთხოების განყოფი­ლების სპე­ცი­­ლის­ტმა, ლე­რი ფახური­ძემ გაგ­ვი­წი­ა.

საბჭოთა ეპოქაში აღნიშნული სარდაფი ელიტარულად ითვლებოდა, სადაც განგაშის დროს ცენტრალური კომიტეტის ბუროს პირველ პირებს უნდა შეეფარებინათ  თავი.

ამჟამად, თავშესაფრის  პირველ ნაწილს ხელისუფლებამ ახალი ფუნქცია შესძინა. მასში არჩევნებზე გამოყენებულ და უვარგის საარჩვენო ურნებს ინახავენ. მათ შორის არის ძველი დოკუმენტაციაც.

დღეს თავშესაფრის ყველა ოთახი სინესტის გამო დაობებულია. მეორე ნაწილში კედლებზე მოდებული ობი განსაკუთრებით თვალსაჩინოა. განადგურებულია ინვენტარი და ჩამოშლილია თავშესაფრის ინტერიერი.

თავის დროზე სარდაფი 300 ადამიანზე იყო გათვლილი. თავშესაფარი კეთილმოწყობილი იყო ყოველგვარი საყოფაცხოვრებო პირობებით – საშხაპეებით, სატელეფონო კაბინებით და სავენტილაციო სისტემით. სარდაფი უზრუნველყოფილი იყო  სამი დღის საკვების მარაგით, რომლის მუდმივ ვარგისიანობაზე ასევე კომუნისტური პარტია ზრუნავდა.

ბირთვული იარაღის გამოყენების შემთვევაში, რადიაციის დონე გარემოში სასიკვდილო ნიშნულამდე 600–1000 რენდგენამდე იწევს. თავდაცვით ნაგებობაში მყოფ ადამიანებს ეს საფრთხე არ ელოდათ, რადგან სპეციალური დანადგარები რადიაციის დონის შემცირებას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფდნენ.

1975 წელს კომუნისტებმა თავშესაფრები სხვადასხვა ზომის აირწინაღების საკმარისი მარაგით აღჭურვეს. მათი ვარგისიანობის ვადა 20 წლით იყო განსაზღვრული. როგორც გაირკვა, საქართველოს მასშტაბით არსებულ თავშესაფრებში შემონახული აირწინაღები, 2008 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, უფლისციხის ტერიტორიაზე გაანადგურა. თუმცა, ელიტურ თავშესაფარში რამდენიმე აირწინაღი შემთხვევითობის წყალობით შემორჩა.

სარდაფს, ორმაგი რკინის კარებით, რამდენიმე გასასვლელი აქვს. კრიტიკულ მდგომარეობაში კი თავშესაფრის ბინადართ საიდუმლო გვირაბით სარგებლობაც შეეძლოთ. გვირაბის მეორე ბოლო თეთრ ხიდამდე, მდინარე რიონის სანაპიროზე გადის. დღეს გვირაბი გამოსაყენებლად უვარგისია.

დღეისათვის კომუნისტური ეპოქის თავშესაფრები ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან არსებული სამოქალაქო უსაფრთხოების განყოფილების მეთვალყურეობის ქვეშაა. თუმცა, ეს სამსახური თავშესაფრების მოწესრიგებაზე და განხლებაზე თანხებს არ ხარჯავს. არადა, ეროვნული უსაფრთხოების ამ მივიწყებულმა საკითხმა, ქვეყანას თავი კვლავ შეახსენა. განსაკუთრებით, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოჩნდა.

ავტორი: დეა მანაგაძე, ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 43.75%
გაუარესდა - 50%
არ შეცვლილა - 6.25%
სულ - 16 ხმა