|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში მოსწავლეები მედიკამენტებით ბრუვდებიან"

ქუ­თა­ის­ში მო­ზარ­დების გარ­კვე­­ლი ნა­წი­ლი, ნევ­რალ­გი­ურ და სა­ძი­ლე მე­დი­კა­მენ­ტებს „გა­საბრუებლად" იყენებს. მო­ზარ­დების მხრი­დან წამ­ლების ბორო­ტად გა­მოყენების ფაქ­ტებზე newpress.ge-ს ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებლებმა აც­ნობეს. 

„ბაკ­ლო­სა­ი", „სომ­ნო­ლი" და „გაბა-გა­მა", ეს ის მე­დი­კა­მენ­ტებია, რო­მელ­თა გაყიდ­ვაც სა­აფ­თი­­ქო ქსე­ლებში დაშ­ვებული­ა. ჩა­მოთ­ვლი­ლი პრე­პა­რა­ტები, და­მამ­შვი­დებელ  და სა­ძი­ლე მე­დი­კა­მენ­ტთა ჯგუფს მი­­კუთ­ვნება და ნევ­რალ­გი­­რი პრობლე­მებით და­­ვა­დებულ­თა სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მოიყენება.

თუმ­ცა ნევ­რალ­გი­ურ პრე­პა­რა­ტებს ქუ­თა­ის­ში მო­ზარ­დებმა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ყოველ­გვა­რი სა­ჭი­როებისა და და­ნიშ­ნუ­ლების გა­რე­შე, სულ სხვა დატ­ვირ­თვა მო­­ძებნეს.

სკო­ლის მო­­წავ­ლეების მი­ერ ნევ­რალ­გი­­რი პრე­პა­რა­ტების ბორო­ტად გა­მოყენების ფაქ­ტებზე  newpress.ge-ს ინ­ფორ­მა­ცია თვითმხილ­ვე­ლებმა მო­­წო­დეს (რო­მელ­თა ვი­ნაობას, მა­თი­ვე თხოვ­ნით, არ ვა­სახელებთ). ისი­ნი ამბობენ, რომ ხში­რად გამხდა­რან მოწ­მე სა­დარბაზო­ში სა­ეჭ­ვოდ შეკ­რებილი მო­ზარ­დთა ჯგუ­ფების, ომ­ლებიც მე­დი­კა­მენ­ტებით „კა­­ფობენ". მა­თი­ვე თქმით, მო­ზარ­დები ძი­რი­თა­დად 12-14 წლის არი­ან.

newpress.ge მათ მი­ერ მო­წო­დებულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სკო­ლის მოს­წავ­ლეების მი­ერ სა­ძი­ლე მე­დი­კა­მენ­ტების გა­მოყენების ფაქ­ტებზე უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

ფაქ­ტი №1

„ბოლო პე­რი­ოდ­ში, ძი­რი­თა­დად პირ­ვე­ლი და მე­სა­მე სკო­ლის მოს­წავ­ლეების სა­ეჭ­ვო ქცე­ვა შევ­ნიშ­ნე. აქ­ვე ვცხოვ­რობ და მათ ყოველ­დღი­­რად ვხედავ და ვცნობ კი­დეც. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სა­დარბაზო­ში „ბაკუ­რი­­ნის" წყლის პა­ტა­რა ბოთ­ლებით უფ­როს­კლა­სე­ლი გო­გო­ნები და ბიჭები შე­მო­ვიდ­ნენ.  15-20 წუ­თის შემ­დეგ კი გა­ვიდ­ნენ. თუმ­ცა შევ­ნიშ­ნე, რომ მო­ზარ­დების ქცე­ვა არ იყო ჯან­სა­ღი. თით­ქოს ზედ­მე­ტად მხია­რუ­ლები იყვნენ. ამის შე­სახებ შემ­დეგ მე­ზობლებსაც მო­ვუყევი და აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ არა­ერთხელ და­­ფიქ­სი­რეს იგი­ვე ფაქ­ტები. მათ ამიხსნეს, რომ ქუ­თა­ის­ში სკო­ლის მოს­წავ­ლეები მე­დი­კა­მენ­ტებით ბრუვ­დებიან და სწო­რედ აბების ჩუ­ად და­სა­ლე­ვად შე­მო­დი­ან ბინის სა­დარბაზო­ში. ბოლო ხანი­ა, მო­ზარ­დები აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან, თუმ­ცა გან­მე­­რების შემთხვე­ვა­ში, ვა­პი­რებ მათ რა­ღაც ფორ­მით გა­ვე­საუბრო".

ფაქ­ტი №2

„თვე­ნახევ­რის წინ,  მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის უკან „ა­ვერ­სის" აფ­თი­აქ­თან 14 წლის გო­გო­ნა შე­წუხდა. თუმ­ცა გო­გო­ნას მა­ნამ­დეც მი­ვაქ­ციე ყურად­ღება. ვხედავ­დი  სამ მო­ზარდს, რომ­ლებიც აფ­თი­აქ­თან გაცხარებით და ხან­გრძლი­ვად კა­მა­თობდნენ. ბოლოს, მო­ზარ­დებმა აფ­თი­აქ­ში იყიდეს რა­ღაც და  ბრო­სეს ქუ­ჩა­ზე მდებარე ბინა­ში შე­ვიდ­ნენ. ნახევა­რი სა­­თის შემ­დეგ ისევ და­ვი­ნახე გო­გო­ნები, მთვრა­ლებივით იყვნენ და ერთ-ერ­თი თით­ქმის აქ­ცე­­ლი მოჰყავ­დათ. მო­ზარ­დი მა­ლე­ვე შე­წუხდა და სას­წრა­ფოს გა­მო­­ძახეს. მე მივხდი რა­შიც იყო საქ­მე. რად­გან ბავ­შვების  წამ­ლებით „კა­­ფის" შე­სახებ აქამ­დეც ბევრჯერ მსმე­ნი­ა, თუმ­ცა არ ვიჯერებდი. სამ­წუხარო­ა, რომ  ახალი თაობა ასე იბრუებს თავს.  ყვე­ლა­ზე საწყენი ისა­ა,  რომ მათ რიცხვში გო­გო­ნებიც არი­ან".

ფაქ­ტი №3

„ბევრჯერ შე­მიმ­ჩნე­ვია პა­ტა­რა ბიჭები და გო­გო­ნები ქუ­ჩა­ში, რომ­ლებსაც კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რი წარ­თმე­­ლი აქვთ, წო­ნას­წო­რობის დაც­ვა უჭირთ და მთვრა­ლებს გვა­ნან.  მიკ­ვირს, სად არი­ან ამ დროს მა­თი მშობლები, ან რა­ტომ ვერ ამ­ჩნე­ვენ ამას მო­ზარ­დებს სკო­ლებში. ორი წლის წინ იგი­ვე დი­ლე­მის წი­ნა­შე ვი­დე­ქით. მაგ­რამ მა­შინ მო­ზარ­დები არ იყო ამ წუმ­პე­ში ჩა­რე­­ლი. მა­შინ გა­საბრუებლად და ე.წ. „ლომ­კის" მო­სახსნე­ლად „ლი­რი­კას" მა­სი­­რად იყენებდნენ.  რის გა­მოც ახლა ამ წამ­ლის ყიდ­ვა რე­ცეპ­ტის გა­რე­შე შე­უძ­ლებელი­ა. ახლა სა­ძი­ლე სა­შუ­­ლებებით იღუ­პავს თავს ეს ახალ­გაზ­რდა თაობა  და აუ­ცი­ლებელია რა­ღაც აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძიებები ჩა­ტარ­დეს".

მო­ზარ­დების მხრი­დან, მე­დი­კა­მენ­ტების ბორო­ტად გა­მოყენების შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც ირ­კვე­ვა, უფ­როს­კლა­სელ­თა მშობლები არ ფლობენ. მსგავ­სი ფაქ­ტები ასე­ვე უც­ნობია  სკო­ლის ­რექ­ტო­რებისათ­ვი­საც.

„ერ­თი თვის წინ, ჩვენს სკო­ლა­ში მეცხრეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა შე­წუხდა. თუმ­ცა ის ნერ­ვულ პრობლე­მებზე მკურ­ნა­ლობს და წამ­ლებსაც ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლების მიხედ­ვით სვამს. რაც შეეხება იმას, რომ მო­ზარ­დები მე­დი­კა­მენ­ტებს, რო­გორც ნარ­კო­ტიკს, ბორო­ტად იყენებდნენ, ამის შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნამ­დვი­ლად არ ვფლობ. თუმ­ცა ეს ფაქ­ტები ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თებელია ჩემ­თვის და ამ მხრივ აუ­ცი­ლებლად გა­­მახვი­ლებს სკო­ლა  ყურად­ღებას," - ამბობს ქუ­თა­­სის მე-3 სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, თა­მაზ ჭაბუკი­­ნი.

ავტორი: ანა ჯანაშია