|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯები – 21 ქვეყანაში დახარჯული 2 მილიონზე მეტი

2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვიზიტებზე სულ დაიხარჯა 2 336 857,14 ლარი.
მათ შორის 405 104,43 ლარი აშშ-სა და გერმანიაში, 402 036,73 ლარი აშშ-სა და საფრანგეთში და 169 991,94 ლარი – ბელგიასა და ჩეხეთში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტებზე. აღნიშნულ მონაცემებს IDFI-ი აქვეყნებს:

13.01.2012: აშშ და გერმანია – 405 104,43 ლარი

2012 წლის იანვარში აშშ-ში ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა აშშ- პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დენიელ იოჰანესს. ამავე პერიოდში პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არ მოიპოვება ინფორმაცია გერმანიაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ.


04.03.2012: აშშ და საფრანგეთი – 402 036,73 ლარი

2012 წლის მარტში მიხეილ სააკაშვილი აშშ-შისაინვესტიციო და ეკონომიკური მნიშვნელობისვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც იგი შეხვდა აშშ–ის სენატის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას. ამავე პერიოდში პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში,  თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არ მოიპოვება რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.


31.10.2012: ბელგია და ჩეხეთი – 169 991,94 ლარი

პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ჩეხეთში დაიწყო 2012 წლის 12 ნოემბერს, პრეზიდენტმა ნატო- საპარლამენტო ასამბლეის 58- სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ბელგიაში ვიზიტით მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის 13 ნოემბერს გაემგზავრა და შეხვდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუისსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს.


10.02.2012: გერმანია და კორეა – 167 870,78 ლარი

2012 წლის თებერვალში პრეზდენტი მიუნხენში უსაფრთხოების 48- კონფერენციას დაესწრომარტის ბოლოს პრეზიდენტი კორეაში გაემგზავრა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად.


08.06.2012: ბრაზილია – 151 415,41 ლარი

2012 წლის მაისში პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ბრაზილიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანამშრომლების ვიზიტთან დაკავშირებით სადაც მან აღნიშნა, რომ „ბიჭებს და გოგოებს ბრაზილიაში გასეირნება მოენატრათ.“ საინტერესოა, რომ ერთ თვეში პრეზიდენტის განკარგულებით ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან ბრაზილიაში პრეზიდენტის ვიზიტზე გამოიყო 151 415,41 ლარი.

ამასთან, როგორც ირკვევა, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი 10 სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით (რუმინეთი, ემირატები, ბელგია, ჩეხეთი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, ბელგია, საფრანგეთი, ავღანეთი), რაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოიყო 600 912,6 ლარი.



"როგორც IDFI-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წარმოდგენილი თანხები მოიცავს მთლიანად დელეგაციის და არა მხოლოდ პრეზიდენტის ხარჯებს. ამასთან, ამ ხარჯებში კატეგორიების, მაგ. საწვავის, ბილეთების, დაცვის, სასტუმროს ხარჯების ცალკე გამოყოფა არ ხდება, რადგან ადმინისტრაციაში შესული განკარგულება მხოლოდ ვიზიტისთვის საჭირო ჯამურ თანხას მოიცავს," – აღნიშნულია  IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა