|
  • EUR 1 = GEL 3.8057
  • USD 1 = GEL 3.214
|

ტინა ტერნერის ქორწილის დეტალები

შვეიცარიაში, ციურიხში 73 წლის მომღერლის ტინა ტერნერისა და პროდიუსერ ერვინ ბახის ქორწილი გაიმართა. სტუმრები ცერემონიალს მომღერლის ვილაზე დაესწრნენ, რომელსაც გაძლიერებული დაცვა იცავდა.

ქორწილში მხოლოდ ნათესავები და მეგობრები იყვნენ მიწვეულნი. სულ 120 სტუმარი. მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები: დევიდ ბოუი, ოპრა უინფრი, სტინგი და ჯორჯო არმანი, რომელმაც მომღერალს საქორწინო კაბა შეუკერა.

ქორწილმა ბუდისტური ტრადიციებით ჩაიარა, ამიტომ მოწვეულ სტუმრებს სთხოვეს, ღონისძიებაზე თეთრ სამოსში მისულიყვნენ. მომღერალმა ბუდიზმი 70 წლის ასაკში მიიღო.

ტინა ტერნერი მეუღლეზე 16 წლით უფროსია. წყვილმა ერთმანეთი 1985 წელს გაიცნო, როცა ტერნერი პირველ ქმარს, მუსიკოს აიკა ტერნერს დაშორდა.


ავტორი: newpress.ge

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 41.58%
უარყოფითად - 49.5%
მიჭირს პასუხის გაცემა - 8.91%
სულ - 101 ხმა