|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

სალომე ქათამაძე – ერთი ქულა შემთხვევით წავაგეთ

"იურმალას" კონკურსის დასრულების შემდეგ, მომღერალმა სალომე ქათამაძემ კომენტარი facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა:  "მიყვარხართ ყველა, მთელი საქართველო და არაუშავს, ჩვენ ის ერთი ქულა შემთხვევით წავაგეთ. მაგრამ არაუშავს, ჩვენი სიყვარული ძლიერია და ხანგრძლივი", - წერს სალომე ქათამაძე.
შეგახსენებთ, რომ იურმალაში მიმდინარე კონკურსზე "ახალი ტალღა 2013" ქართველ კონკურსანტს გამარჯვებამდე 1 ქულა დააკლდა. 
სალომე ქათამაძემ მეორე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილზე კუბელი რობერტო კელ ტორესი გავიდა.


აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – FaceBox; რუბრიკაში ხვდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

ავტორი: ნიუპრესი