|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს საპატრიარქო სნო–ს მწარმოებელი კომპანიის თანამფლობელია

საქართველოს საპატრიარქო 20 %–იან წილის მფლობელია მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანია შპს "აქვა გეო"–ში. აღნიშნული კომპანია მინერალური წყლების ბრენდს "სნო"–ს აწარმოებს.

საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომპანიის დანარჩენი 80%–ის მფლობელი ვახტანგ ლიპარტიანია, კომპანიის დირექტორი კი დავით გიგაიაა.
აღსანიშნავია რომ კომპანია "აქვა გეო"–ს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ 21 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან კომპანიამ 10 ტენდერში გაიმარჯვა. მოგებული კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება 203 ათას ლარს შეადგენს (202, 929 ლარი). ამის შესახებ ინფორმაციას ვებ–გვერდი tendermonitor.ge იძლევა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ არის შექმნილი.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, შპსაქვა გეოს”  შემსყიდველებისთვის მინერალური წყლის მიწოდება უნდა უზრუნველყო. შემსყიდველ უწყებებს შორის არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შსს აკადემია, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - 112, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო, შპს საქაერონავიგაცია და სხვა.
ცნობისათვის, 2002 წლიდან დღემდე ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გაცემული თანხა 200 მილიონ ლარს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ვებ–გვერდზე.

ფოტოები იხილეთ newpress.ge-ს ოფიციალურ facebook გვერდზე -  https://www.facebook.com/media/set/?set=a.550080741695861.1073741825.372760306094573&type=1


ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა