|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღვინის კომპანიები შეღავათიან სესხებს დადებითად აფასებენ (R)

"რთველი 2013"  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაიწყო. ზოგიერთი საწარმო ყურძენს  30 აგვისტოდან უკვე იღებს.  ყვარელში რთველის დაწყებას 10 სექტემბრიდან  ვარაუდობენ. რთველი კულმინაციას სექტემბრის შუა რიცხვებში მიაღწევს.

ღვინის მწარმოებელი კომპანიები ყურძნის ჩასაბარებლად მზად არიან. მათი განცხადებით, ამაში სახელმწიფოს მიერრთველი 2013“-ისთვის სპეციალურად გამოყოფილი 15%-იანი სესხები, საიდანაც 9%- თავად სახელმწიფო ფარავს, ძალიან დაეხმარებათ.

კომპანია "თბილღვინოსდამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი სახელმწიფოს მიერ ღვინის კომპანიების დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ შეღავათიანი სესხით აუცილებლად ისარგებლებს

"ჩვენი კომპანიისთვის ეს კრედიტი მნიშვნელოვანია, რადგან რთველის პერიოდში, სექტემბერ-ოქტომბერში, ხდება მნიშვნელოვანი საკრედიტო ვალდებულებების აღება ბანკიდან იმისთვის, რომ მოხდეს ყურძნის შეძენა და მისი გადამუშავება. ეს თანხები არის ძალიან დიდი და მოკლე პერიოდში იხარჯება. ამ მხრივ სახელმწიფოს თანადაფინანსება, თანაც მთელი 9%-ით, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სუბსიდიებს, რომელიც ყურძნის ფასზეა დამოკიდებული, სახელმწიფოს აქვს ასეთი პირობა მეწარმეებისთვის: თუკი კომპანია 1 კგ რქაწითელისა და მწვანე ჯიშის ყურძენში გადაიხდის 1 ლარს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ 40 თეთრს დაუბრუნებს კომპანიებს. იგივე პრინციპია საფერავზეც; თუკი ამ ჯიშის ყურძენს კომპანია იყიდის 1 ლარად, სახელმწიფო მათ დაუბრუნებს 25 თეთრს. სუბსიდირების ეს პროგრამაც მისაღებია.

 ისევ სესხის თანადაფინანსების პრინციპს მინდა დავუბრუნდე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული დახმარება კომპანიების, მათი ფინანსური მდგრადობისთვის; აქამდე სახელმწიფოს ამდაგვარი ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს“, – ამბობს ზურაბ მარგველაშვილი.

ღვინის კომპანიატიფლისკი ვინნი პოგრებისწარმომადგენელი კობა კალავრიშვილი სახელმწიფოს დახმარებას დროულს უწოდებს და ამბობს, რომ შეღავათიანი სესხი საქმიანობაში ძალიან წაადგება. მისმა კომპანიამ ყურძნის ჩაბარება 30 აგვისტოს დაიწყო და 700 ტონამდე უკვე მიღებული აქვს. კალავრიშვილის თქმით, “ტიფლისკი ვინნი პოგრებისძირითადი წარმოება თბილისშია. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში კი იჯარით აიღეს ქარხანა და ყურძნის ნაწილს იქ ამუშავებენ: “3500 ტონის შესყიდვაზე გვქონდა საკუთარი თანხები. ახლა შესყიდვები დავიმატეთ. ჩაგვერიცხება თანხა და გავზრდით შესყიდვებს 6 ათას ტონამდე. პროცედურულადაც არაფერი სირთულე არ ყოფილასადღაც 2 დღეში დაგვიმტკიცეს სესხები. რაც შეეხება ფასს, ჩვენ ყურძენს შაქრის შემცველობის მიხედვით ვიბარებთ. 1 კილო ყურძნის ფასს 1 ლარს ვვარაუდობთ. თუ შაქრის შემცველობა მაღალი იქნება, კიდევ დავამატებთ თანხას. გასაღების ბაზრები გვაქვს უკრაინაში, ყაზახეთში, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში, პოლონეთში, გერმანიასა და კანადაში. სულ 11 ქვეყანაში გაგვაქვს. ახლა უკვე ამ რიცხვს რუსეთიც დაემატებასექტემბერში იქაც გავიტანთ. რუსეთის ბაზარი გაყიდვებში წაადგება კომპანიებს. ჩვენც იმიტომ ავიღეთ სესხი და დავიმატეთ ეს 2 ათასი ტონა, რომ გავიდეთ რუსეთის ბაზარზე“.

რუსეთში ღვინის ექსპორტი ივლისის ბოლოდან კომპანია "თბილღვინომაც" დაიწყო, თუმცა ექსპორტის რაოდენობის გაზრდას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

"რუსეთის ბაზარზე გასვლა მთელ რიგ პროცედურებთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა აქციზური მარკების მიღება. ჯერჯერობით სტატისტიკაზე ადრეა ლაპარაკი, იმიტომ, რომ გადატვირთვები მხოლოდ საწყისს ეტაპზეა. რუსეთის ბაზარი ღვინის მოხმარების თვალსაზრისით მზარდია. შესაბამისად, ქართული ღვინისთვის და არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიო ღვინის ექსპორტიორი კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუკი გავითვალისწინებთ ქართული ღვინის მაღალ ცნობადობას რუსეთში, შესაბამისად, ქართული მეღვინეობისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება რუსულ ბაზარზე დაბრუნებას“, _ ამბობს მარგველაშვილი.

რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის კომპანიების დარუნებას, ასევე სახელმწიფოს დახმარების პროგრამას სხვა მეწარმეებიც მიესალმებიან, თუმცა ამ ეტაპზე სესხის აღებისგან ზოგიერთი თავს იკავებს.

"მომყავს ყურძენი და ღვინოსაც ვაწარმოებ. სესხებთან დაკავშირებით არ მქონია ინტერესი. ისე, დადებით შეფასებას ვაძლევ. ვისაც სჭირდება, მათთვის დიდი დახმარება იქნება. პირადად მე, ამ ეტაპზე კრედიტის აღებისგან თავს შევიკავებ. რუსული ბაზრის გახსნას კი მივესალმები და გამოვიყენებ ღვინის რეალიზაციისთვის“, - ამბობს მეღვინე სერგო არჯევანიძე.

"რთველისთვის მზად ვართ. როგორც ყოველთვის, ხარისხიან და დაუზიანებელ ყურძენს ჩავიბარებთ. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვჭირდება სესხი და არც აგვიღია. ისე, ძალიან კარგია, სახელმწიფო რომ ეხმარება მეწარმეებს რთველის ჩატარებაში. რაც

ავტორი: პრესსამსახური

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 43.75%
გაუარესდა - 50%
არ შეცვლილა - 6.25%
სულ - 16 ხმა