|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე - ყველაზე ცუდი უკანაა, რუბიკონი უკვე გადალახულია

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატთან, დავით ბაქრაძესთან ქუთაისში გამართულ შეხვედრას facebook-ის საკუთარ გვერდზე აფასებს:

"ძალიან ბევრი ადამიანი, რაც მთავარია არა ვინმეს ან რაიმეს ხათრით თუ სურვილით, არამედ საერთო ღირებულებებითა და პრინციპებით გაერთიანებულები, საოცრად ამაღლებული განწყობა, საოცარი იმედი მომავალი წარმატებების.
მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ყველაზე ცუდი უკანაა, რუბიკონი უკვე გადალახულია, ჩვენი დამარცხება-დაქუცმაცება უკვე შეუძლებელია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ჩემო თანაქალაქელებო, იმერლებო თუ თანამებრძოლებო, რომ დღეს ეს განმაცდევინეთ. ახლა ყველამ ჩვენს სამშობლოს უნდა მივხედოთ, სამშობლოს რომელიც დღითიდღე უკან მიყავთ, ჩვენ საერთო ძალისხმევას წინ ვერავინ დაუდგება!
ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, განვითარებას და ერთიანობას. ჩვენ ვირჩევთ თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციას, ჩვენ ვირჩევთ ჩვენ ეროვნულ იდეალებს, ჩვენ ვირჩევთ დავით ბაქრაძეს!!!
ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით ყველანი!," - წერს გია თევდორაძე.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლებთან დავით ბაქრაძის შეხვედრა ქუთაისში სპორტის სასახლეში, 28 სექტემბერს გაიმართა.

აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – FaceBox; რუბრიკაში ხვდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 43.75%
გაუარესდა - 50%
არ შეცვლილა - 6.25%
სულ - 16 ხმა