|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კავკასიასა და ბალკანეთში ბიჭები მეტი იბადებიან, ვიდრე გოგონები

ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და კოსოვოში ას გოგონაზე 110 -117 ბიჭი იბადება, წერს  Le Monde.  ამაზე მოწმობენ კვლევის შედეგები, რომელსაც აქვეყნებს დემოგრაფიის ნაციონალური ინსტიტუტი. აღნიშნულ დასკვნებს იგი ბოლო 30 წლის მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს. ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება მსოფლიო ნორმას, სადაც  105  ბიჭზე 100 გოგონა იბადება.

თავისთავად გასაგებია,რომ აღნიშნული დისბალანსი არ უკავშირდება ბიოლოგიურ შემთხვევითობას, არამედ იგი ბევრი სხვა ფაქტორის შედეგია.მაგალითად, მასკულინიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში  კავშირშია სოციო-პოლიტიკურ ცვლილებებთან,  რომელსაც 90- იან წლებში ჰქონდა ადგილი. გენდერული დისბალანსი კომუნისტური რეჟიმის მემკვიდრეობაცაა. თუმცა ეს დისბალანსი არა მხოლოდ კომუნიზმის ბრალია. ბალკანეთსა დ ა კავკასიაში ოჯახები მამაკაცურ საწყისს ეფუძნება.  ბიჭებს აქ ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდნენ, რამაც დააფუძნა და განავითარა შერჩევითი აბორტის პრაქტიკა.  სომხეთში მაგალითად, აღინიშნება მსოფლიო რეკოსრდი - 185 ბიჭი 100 გოგონზე.

წყარო  Le Monde

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.98%
გაუარესდა - 52.43%
არ შეცვლილა - 13.59%
სულ - 103 ხმა