სემინარი ბაკურიანში - ქუთაისის მერია ახალგაზრდებს თვითმმართველობის საკითხებში ჩართულობას სთავაზობს
ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ახალგაზრდებს სემინარში სახელწოდებით - "თვითმმართველობა, აქტიური მოქალაქეობა და ჩართულობა - ახალგაზრდები ქუთაისის განვითარებისთვის" მონაწილეობას სთავაზობს.
აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალოების შემსრულებლის, ვანო ბუხაიძის განმარტებით, სემინარში მონაწილეობისთვის მსურველებმა აპლიკაციები უნდა შეავსონ, რომელიც ქუთაისის მერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (kutaisi.gov.ge) და ასევე, jobs.ge-ზე 21 იანვრიდან განთავსედება.
სემინარში, რომელიც მიმდინარე წლის 20 -25 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომაგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. სემინარის მიზანია, ქუთაისის ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში.
კონკურსის ფარგლებში, 17 წლიდან 19 წლამდე ასაკის, 42 ახალგაზრდა შეირჩევა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა