|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვალენტინობა სიყვარულის თუ კომერსანტების დღესასწაული?! - ივენთი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებული შემეცნებითი სახის შეხვედრა მოეწყო "ვალენტინობა – შეყვარებულების თუ კომერსანტების დღესასწაული".

ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა და მკითხველებმა ისაუბრეს იმ ტრადიციებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ვალენტინობასთან დაკავშირებით.

მათი ინფორმაციით, ვალენტინობას ერთნაირი წარმატებით აღნიშნავენ როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისე აზიის ქვეყნებში. თუმცა, არის ბევრი ქვეყანა აზიაში, სადაც ვალენტინობა იკრძალება, რელიგიური თუ სხვა მოსაზრებებით (ინდოეთი, ირანი, პაკისტანი). თუმცა, მათ მაინც აღნიშნავენ და ერთგვარი პროტესტის ფორმაც ხდება ირანელ და ინდოელ ახალგაზრდებში.

აკრძლვების მიუხედავად, სწორედ, აზიაში მიიღო ვალენტინობამ კომერციული ხასიათი. მისი არსებობა კომერციით "გამართლდა". როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამ დღეს იყიდება დიდი რაოდენობით ყვავილები, ტკბილეული და ვალენტინობის ბარათები.

სამაგიეროდ, ევროპასა და ამერიკაში გულისწყვეტით აღნიშნავენ, რომ ვალენტინობამ დაკარგა მისი რომანტიკული სახე და იქცა დიდ კომერციად.

სამაგიეროდ, საქართველოში სულ სხვა დამოკიდებულებაა და რატომღაც ვალენტინობას რელიგიურ დღესასწაულად მიიჩნევენ.

"თავად კათოლიკებიც არ უყურებენ ამ დღესასწაულს როგორც რელიგიურს. ვალენტიონობა დიდი ხანია საერო დღესასწაულად იქცა", -აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის გამგემ, შორენა ხადურმა.  

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა