|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბავშვებს აწამებენ, ძალადობენ და დამცავ ფარებად იყენებენ

2002 წელს ბავშვთა უფლებების გაეროს კონვენციას პროტოკოლი დაემატა. პროტოკოლი კრძალავს ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენებას, წერს გამომცემლობა La Repubblica. მაგრამ გაეროს ამ გაფრთხილების და ასევე აღნიშნული პროტოკოლის153 ქვეყნის მიერ რატიფიცირების მიუხედავად, მსოფლიოში გრძელდება შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვების გამოყენება. სადაც ადგილი აქვს ბავშვების წამების, ძალადობის და მათი, როგორც დამცავ ფარად გამოყენების ფაქტებს.

გაეროს მონაცემებით, მაგალითად კონგოში 6 ათასამდე ბავშვია ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. მაგრამ მათი უმეტესობა იღუპება არა ბრძოლის ველზე, არამედ ნარკოტიკებისა და ძალადობისგან, მათ შორის სექსუალური ძალადობისგან, -აღნიშნულია სტატიაში.  

ავღანეთში ჯარისკაცებად 8 წლიდან ხდებიან. ამ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებეში 70-ზე მეტი მოზარდი იღებს მონაწილეობას,მათგან ათამდე ბავშვს ტერაქტებისთვის ამზადებენ, რომელიც მოზარდების თავის აფეთქებით უნდა განხორციელდეს.

გაეროს მონაცემებით ბირმაში 272 ყოფილი ბავშვი-ჯარისკაცი დაუბრუნდა სამოქალაქო ცხოვრებას.

სამაგიეროდ,სირიელ ბავშვებს აპატიმრებენ აწამებენ და იყენებენ, როგორც ცოცხალ ფარებს სირიის ომში ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებები. მაგრამ ყველაზე მეტი ბავშვი-სამხედრო სამხრეთ სუდანშია. ცნობები დაუზუსტებელია, მაგრამ გაეროს მონაცმებით 252 ბავშვია ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტებში. ამასთან აღრიცხულია შემთხვევები, როდესაც ქალიშვილებს და გოგონებს სექსუალური ძალადობისთვის იყენებენ. 

გაეროს მონაცემებით შეიარაღებულ კონფლიქტებში 250 ათასამდე ბავშვია ჩართული.

 წყარო:La Repubblica

ავტორი: ნიუპრესი