|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი ფერის სამოსი უნდა ატაროს ქალმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნებისმიერ ჩვენგანს ჩაცმა-დახურვის საკუთარი, ინდივიდუალური სტილი გააჩნია. თუმცა იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადეთ, არსებობს გარკვეული ფერთა გამა, რომელიც ადამიანს საოცრად უხდება და ალამაზებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა თავად თქვენ ნაკლებად სწყალობდეთ იმ ფერს, რომელიც პლანეტარული განლაგების მიხედვით შეგეფერებათ, მაგრამ თუ მარტივ ექსპერიმენტს ჩაატარებთ და ერთი დღით მაინც შეიმოსებით ზოდიაქოს ნიშნის შესაბამის ტონალობაში მერწმუნეთ, არაერთ გულწრფელ კომპლიმენტს და აღფრთოვანებას დაიმსახურებთ გარშემო მყოფთა მხრიდან. 
ვერძს – წითელი, ნარინჯისფერი, ჟოლოსფერი და თეთრი უხდება.
კუროს – ცისფერი, ფირუზისფერი ან ზურმუხტისფერი მწვანე
ტყუპს – შაბიამნისფერი, ლიმნისფერი, ტალღისფერი
კირჩხიბს – თამბაქოსფერი, კრემისფერი, აგურისფერი
ლომს – ოქროსფერი, მკვეთრი ყვითელი, შოკოლადისფერი
ქალწულს – სპილოსძვლისფერი, რძისფერი, მუქი ლურჯი
სასწორს – ღია ვარდისფერი, ფორთოხლისფერი, ბაცი ცისფერი
მორიელს – ჭაობისფერი, მეწამული წითელი, შავი
მშვილდოსანს – შვინდისფერი, ყავისფერი, აგურისფერი
თხის რქას – შავი, თეთრი, ნაცრისფერი
მერწყულს – ფირუზისფერი, ელექტრიკი მწვანე, იასამნისფერი
თევზებს – ღია მწვანე, ღია ცისფერი, ლავანდისფერი

წყარო: astrologia.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა