|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კბილების რაოდენობის მიხედვით ადამიანის ავადმყოფობის დადგენაა შესაძლებელი

შვედმა სპეციალისტებმა  კბილების რაოდენობასა და ადამიანის ავადმყოფობებს შორის კავშირი დაადგინეს. 
ექსპერტები 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 7 500 მამაკაცსა და ქალს. შედეგად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ კბილების რაოდენობით შესაძლებელია, დადგინდეს გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკი და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა.

მაშ ასე, რაც უფრო ნაკლებია კბილი, მით მეტია ინფარქტის განვითარების ალბათობა. ის ადამიანები, რომელთაც 10 და ნაკლები კბილი აქვთ პირის ღრუში, 7-ჯერ ხშირად კვდებიან ინფარქტით იმათთან შედარებით, ვისაც 25 და მეტი კბილი აქვს.

ასეთი დამოკიდებულება ძალიან მარტივად ახსნადია. კბილების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ანთებით დაავადებებთან, რომლებსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანს. მსგავსი ავადმყოფობები კი ზრდის ინფარქტის განვითარების რისკს.


წყარო: marao.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა