|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადამიანის თავის ქალებისგან აგებული სამლოცველო (+ფოტო)

პოლონეთში უჩვეულო სამლოცველო Kaplica Czaszek მდებარეობს, რომელიც ათასობით ადამიანის ძვლისა და თავის ქალებისგან არის აშენებული.

ძვლები და თავის ქალები იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებისგან, ან ომში დაიღუპნენ. სამლოცველო ძველ ქალაქ კზერმნაში (Czermna) მდებარეობს - მისი კედლები და ჭერი ძვლებითაა შემკული. 
3000 თავის ქალა და ფეხის ძვლები კედლებსა და ჭერზეა დამაგრებული, ხოლო დაახლოებით 21 000 ეკლესიის ქვემოთ, აკლდამაშია განთავსებული.
სამლოცველოს შექმნის ისტორია ასეთია: ადგილობრივი მღვდელი, სახელად ვასლავ ტომასეკი ესტუმრა სამარხებს, რომელიც ოცდაათწლიანი ომის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს ეკუთვნოდა. მოგვიანებით ტომასეკმა შეაგროვა და გაწმინდა ჩონჩხები და სამლოცველოს კედლები და ჭერი გაამაგრა. ეკლესიის საკურთხეველში მნიშვნელოვანი ფიგურების ძვლებია განთავსებული. საკურთხეველშივეა თავად ტომასეკის თავის ქალაც - ის 1804 წელს გარდაიცვალა.
იხილეთ ფოტოგალერეა
წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა