|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კანონი "პორნოშურისძიების" წინააღმდეგ - კანონმდებლები ზომების გამკაცრებაზე მუშაობენ

"ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი თავზარდაცემულია, ყოფილმა საყვარელმა მისი შიშველი ფოტოები ინტერნეტში დადო, რომელსაც მისი ახლობლები და ათასობით ფანი ნახავს", - აღნიშნავს გამოცემა  La Vanguardia. როგორც გაზეთი განმარტავს ზემოთმოყავნილი ტექსტი სერიალიდანაა,მაგრამ ასეთი ისტორიები ცხოვრებაშიც მრავლად ხდება. მას უკევ სახელიც შეარქვეს და "პორნოშურისძიება" უწოდეს.  

როგორც გამოცემა იუწყება აშშ-ს ბევრ შტატში მუშაობენ საკითხზე: კანონის ძალით თუ როგორ შეაჩერონ ეს მავნე პრაქტიკა. კალიფორნიასა და ნიუ- ჯერსიში ეს უკვე კვალიფიცირდება როგორც დანაშაული. 

მერილენდის შტატში  პორნო ფოტო და  ვიდეოს განთავსება მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუკი პორნომასალის გამოქვეყნებაზე მასზე გამოსახული ადამიანის თანხმობა არ იარსებებს.

" პორნოშურისძიება ადამიანებს ცხოვრებას უნგრევს", - აღნიშნავს იმ  კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ასეთი პორნოშურისძიების დასჯას ითვალისწინებს. ამ კანონით მაქსიმალური სასჯელი იქნება  2 წელი და ჯარიმა 5 ათასი დოლარი.  

პორნოშირისძიების ფენომენი მას შემდეგ გახდა შესამჩნევი, რაც ამ შინაარსისა და დანიშნულების საიტები გაჩნდა ინტერნეტში. იქ შეიძლებოდა ღია სექსუალური სცენების ხილვა, რომელთაც თან ახლდა მსხვერპლის ფოტო, სახელი,მისამართი დ ა ტელეფონის ნომერი. მართალია ასეთ საიტებს აღმოჩენისთანავე ხურავდა იუსტიციის სამინისტრო, მაგრამ  უცნობი ადამიანები მაინც ასწრებდნენ მსხვერპლთან დარეკვას და მთთვის მუქარისა დ ა შეურაცხყოფის მიყენებას.

კანონმდებლები პორნოშურისძიებებზე კანონის გამკაცრებას მიესალმებიან, მაგრამ  იმასაც აღნიშნავენ, რომ ხშირად რთული ხდება იმის იდენტიფიცირება თუ ვინ დადო ესა თუ ის  ფოტო და ვიდეო საიტზე. ამიტომ წყვილებს ურჩევენ  მეტ სიფრთხილეს - არ გაუგზავნონ საკუთარ შეყვარებულებს ამ ტიპის ფოტოები.

წყარო:La Vanguardia

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა