|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ

მარხვის დასრულება მეტად რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, ჩვეულებრივ კვებით რეჟიმზე გადასასვლელად, ორგანიზმისთვის აუცილებელია გარკვეული ადაპტაცია.

რაკი ორგანიზმი ცხოველური ცილებითა და ცხიმებით აღარ იტვირთება, ქვეითდება პანკრეასის მიერ იმ ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც ამ კომპონენტების გადამუშავებაში მონაწილეობს. თუ მარხვის შემდეგ ცხოველურ საკვებს ერთბაშად მივეძალებით, დისკომფორტს აუცილებლად ვიგრძნობთ. ამ დროს მოსალოდნელია: მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გულძმარვა და სხვა

მარხვის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად.

ცხოველური პროდუქტის მიღება რძის ნაწარმით უნდა დავიწყოთ. ამ მხრივ საუკეთესოა მაწონი – რძემჟავა პროდუქტი, რომელიც ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ხსნილის პირველ დღეს კარგია კვერცხის მიღება, მაგრამ არა უზომოდ.

პირველ დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ მჭლე, დაქუცმაცებული, მოხარშული, ჩაშუშული ხორცი; გარნირად კი გამოიყენოთ კომბოსტო, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი/

მარხვის დასრულებისთანავე არასასურველია ისეთი მძიმე საკვების მიღება, როგორიცაა: შემწვარი გოჭი, ხინკალი, ხორციანი ღვეზელი, ხაჭაპური, მწვადი, ღორის ცხიმიანი ხორცი, ნაღები, ყველი.

საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სრულფასოვანი გამომუშავების აღდგენამდე შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც პანკრეასის ფერმენტებს შეიცავს.


წყარო: "ონფო9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა