|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6 ნიშანი, რომ თქვენს უფროსს არ მოსწონხართ

გთავაზობთ 6 ნიშანს, რომელიც ამტკიცებს, რომ თქვენს უფროსს არ მოსწონხართ და დაწინაურების იმედი არ უნდა გქონდეთ.
1. დავალება, რომელიც არ ნაზღაურდება: როდესმე შეგინიშნავთ, რომ ისეთ დავალებებს გაძლევენ, რომლის გაკეთებაც თქვენს კოლეგებს არ სურთ? ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენს უფროსს გადაწყვეტილი აქვს, ზედმეტად დაგტვირთოთ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონხართ.
2. უარყოფითადაა თქვენს მიმართ განწყობილი: თუ მუყაითად მუშაობის შემდეგ არავინ გაქებთ, დროა ვაკანსიების ძებნას შეუდგეთ.
3. ზედმეტად ბევრს გამუშავებენ: თქვენს კისერზე ზედმეტად ბევრი სამუშაოა? თუ დავალებების გამო შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, ან შაბათ-კვირასაც კი მუშაობთ, 

თქვენს უფროსს არ მოსწონხართ.
4. თუ თქვენთან შეთანხმების გარეშე სხვა პოზიციაზე გადაგიყვანეს: თუ ნებისმიერი ცვლილება, ეხება ეს სამუშაო დროის განრიგს, მოვალეობასა თუ პოზიციას, ისე განხორციელდა, რომ თქვენთვის არაფერი უკითხავთ, გამოდის, თქვენი აზრი არ აინტერესებთ.
5. უკიდურესი ფორმა: ადამიანი რობოტი არ არის და წელიწადში ერთხელ შეიძლება შეცდომა დაუშვას. იმ შემთხვევაში, თუ არ მოსწონხართ, განრისხება უკიდურეს ფორმას მიიღებს და ერთი შეხედვით თქვენს სრულიად უმნიშვნელო შეცდომას კონკურენტი ფირმებიც კი შეიტყობენ.
6. ოფისში მიმდინარე მნიშვნელოვანი თემების შესახებ არაფერი იცით: თუ მნიშვნელოვანი ღონისძიებების, შეხვედრებისა, თუ გადაწყვეტილებების შესახებ კოლეგებისგან იგებთ, ან შეკითხვის შემთხვევაში უფროსი, ან მისი მდივანი პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ, ჩათვალეთ, რომ უფროსს დიდად გულზე არ ეხატებით.
წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა