|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სუსის მიერ დაკავებული მამაკაცი ქუთაისის მერიის ააიპის თანამშრომელი აღმოჩნდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული მამაკაცი ქუთაისის მერიის ააიპის თანამშრომელია. დაკავებულია კულტურის ააიპის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო დიდების მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი ბ. ხ.

დაკავების ინფორმაციას ადასტურებს მერიის კულტურის ააიპის ხელმძღვანელი. ვაჟა ჯუღელის თქმით, დაკავების შესახებ შემთხვევით შეიტყო,  ფაქტს მისი მოადგილე შეესწრო.

ვაჟა ჟუღელის თქმით, დაკავების მიზეზი არ იცის, თუმცა ვარაუდობს, რომ წინა წლებში მომხდარ თაღლითობის ფაქტს უკავშირდება. დაკავებული მუზეუმში 2015 წლიდან მუშაობს, მას კარგ თანამშრომლად ახასიათებენ. 

 სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  ბრალდებულმა, მოქალაქეს ქ. ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა. 

გამოძიებას მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა